ჟან შარდენი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 6:
 
[[სურათი:sirchardinbookcover.jpg|მინი|240პქ|left|"სერ ჯონ შარდენის მოგზაურობა", 1988 წლის გამოცემა.]]
მოგვიანებით შარდენი აცნობიერებს, რომ საკუთარი პროტესტანტული წარმომავლობის გამო მას მშობლიურ საფრანგეთში კარიერაში წინსვლის იმედი არ უნდა ჰქონოდა და ამიტომ 1671 წელს ისევე სპარსეთს მიემგზავრება. მეორე მოგზაურობა გაცილებით თავგადასავლიანი გამოდგა ვიდრე პირველი. სპარსეთში ჩასვლამდე ის გადის [[სმირნა|სმირნას]], [[კონსტანტინოპოლი|კონსტანტინოპოლს]], [[ყირიმი|ყირიმს]], [[კავკასია|კავკასიას]], [[სამეგრელო|სამეგრელოსა]]სა და [[ქართლი|ქართლ]]-[[კახეთი|კახეთს]] და [[ისპაჰანი|ისპაჰანში]] მხოლოდ 1673 წელს აღწევს. სპარსეთში ოთხი წლის მოგზაურობის შემდეგ ის ისევ [[ინდოეთი|ინდოეთში]] ჩადის. ევროპაში [[კეთილი იმედის კონცხი|კეთილი იმედის კონცხის]] გავლით 1680 წელს ბრუნდება.
 
ამ დროისთვის [[ლუი XIV]]-ის მიერ პროტესტანტთა დევნა პიკს აღწევს. 1681 წელს შარდენი ისევ ტოვებს სამშობლოს და ამჯერად [[ლონდონი|ლონდონში]] სახლდება. აქ ის სამეფო კარის იუველირად დაინიშნა. [[ჩარლზ II|ჩარლზ II-მ]] მას [[რაინდი (წოდება)|რაინდობა]] უბოძა, და იმავე დღეს შარდენმა ესთერ დე ლარდინიერ პეინიეზე, ჰუგენოტი ლტოლვილი [[რუანი|რუანიდან]]დან, იქორწინა. მათ შვიდი შვილი ეყოლათ. 1682 წელს სამეფო საზოგადოებამ (Royal Society) ის წევრად აირჩია.
 
შარდენი შემდეგ რამდენიმე წელს [[ჰოლანდიანიდერლანდები|ჰოლანდიაშინიდერლანდებში]] ატარებს ინგლისის [[ისტ ინდოეთის კომპანია|ისტ ინდოეთის კომპანიის]] წარმომადგენლად. 1686 წელს შარდენი მისი განთქმული "მოგზაურობის" პირველ ნაწილს აქვეყნებს. მისი ნამუშევარი დასრულებული სახით მხოლოდ 1711 წელს იბეჭდება [[ამსტერდამი|ამსტერდამიდან]]დან, თვალისმომჭრელი სათაურით "Voyages de monsieur le chevalier Chardin en Perse et autres lieux de l'orient" (ქართ.: "ბატონი რაინდი შარდენის მოგზაურობები სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა მიწებზე").
 
თხზულების "მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში" გარკვეული ნაწილი [[საქართველო|საქართველოს]] ეხება, სადაც მან [[1672]]-[[1673]] იმოგზაურა. მან მოიარა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველო, ვრცლად აღწერა საკუთარი თვალით ნანახი უამრავი ფაქტი და მოვლენა, პირადი შთაბეჭდილებები შეავსო საქართველოს წარსულის შესახებ ცნობით, რომლებიც ამოკრიბა ბერძენ, რომაელ და სპარსელ ისტორიკოსთა თხზულებებიდან და წინამორბედ ევროპელ მოგზაურთა და მისიონერთა ჩანაწერებიდან. აქვე ვხვდებით ძველი [[თბილისი]]ს პირველ გრაფიკულ ჩანახატს, რომელიც შარდენის თანამგზავრის მხატვარ გრელოს მიერ უნდა იყოს შესრულებული. "მოგზაურობის" ეს ნაწილი იმითაც არის საინტერესო, რომ მასში ჩართულია ამ პერიოდში საქართველოში მოღვაწე იტალიელი მისიონერის [[ძამპი, ჯუზეპე მარია|ჯ. ძამპის]] თხზულება, რომელიც შარდენისთვის თვით ძამპის გადაუცია. ამ თხზულების შარდენისეულ პუბლიკაციას ფასს მატებს ისიც, რომ ძამპისეული დედანი დაკარგულია.
 
[[ფაილი:03 Chardin Tblisi 1671.jpg|მინი|600პქ|center|თბილისი [[ჟან შარდენი]]ს მიხედვით, 1671]]
 
სერ ჯონ შარდენი გარდაიცვალა ჩისუიკში, ლონდონი, 1713 წელს. დაკრძალულია [[უესტმინსტერის სააბატო|უესტმინსტერის სააბატოში]]ში. მის მონუმენტზე წარწერაა nomen sibi fecit eundo (ლათ.: სახელი გაითქვა მოგზაურობით).
 
==მნიშვნელობა==
ხაზი 24:
 
==ლიტერატურა==
 
*ამ სტატიაში გამოყენებულია მასალა [[ენციკლოპედია ბრიტანიკა|ბრიტანეთის ენციკლოპედიის]] XI გამოცემიდან, რომელიც ამჟამად საზოგადოებრივ დომენშია.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჟან_შარდენი“-დან