იულიუს კეისარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 138:
გალია ერქვა ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანას, მდინარე რეინიდან [[პირინეის მთები|პირინეის მთებამდე]] - გალების, ანუ კელტების ქვეყანა.
 
კონსულობის შემდგომ კეისარი [[გალია|ცისალპიური გალიის]] მმართველად დაინიშნა. გალიით იწყება კეისრის აღზევება. 58-50 წწ. კეისარმა რომს მკვიდრად დაუმორჩილა ტრანზალპიური გალია (დღევანდელი [[საფრანგეთი]], [[ბელგია]], [[ჰოლანდიანიდერლანდები]], [[შვეიცარია]]). 56 წ. გაზაფხულზე, ტრიუმვირები ხელმეორედ შეხვდნენ ერთმანეთს ქ. ლუკაში. მოლაპარაკებათა შედეგად, ტრიუმვირები უფლებები გაიზარდა: კეისარი კვლავ 5 წლით დაინიშნა გალიის მმართველად, [[გნეუს პომპეუს მაგნუსი|პომპეუსი]] და [[კრასუსი]] - კონსულებად. კონსულობის შემდგომ პომპეუსმა 5 წლით მიიღო [[ესპანეთი]]ს მმართველობა, კრასუსი კი მდიდარი პროვინციის - [[სირია|სირიის]] სამმართველოდ წავიდა ჯერ კიდევ კონსულობის ვადის გასვლამდე. კრასუსი ახალი სიმდიდრეების დაუფლებას და [[პართია|პართიელებთან]] ბრძოლას გეგმავდა.
 
კეისარმა, პირველად რომის ისტორიაში დაიწყო სამხედრო მოქმედებები [[ბრიტანეთი]]ს კუნძულებზე; მან 55წ55 წ. ლეგიონები გადასხა ბრიტანეთში, რამდენიმეჯერ დაამარცხა ადგილობრივი კელტური [[ტომები]] და [[ტემზა]]ზედაც გადავიდა. სულ ორი [[ექსპედიცია]] მოაწყო კეისარმა ბრიტანეთში. 52 წ. კეისარმა სასტიკად ჩაახშო [[კელტთა აჯანყება]], რომელსაც არვერნთა მეფე - [[ვერცინგეტორიქსი]] მეთაურობდა.
 
54 წ. დაიწყო კრასუსის [[ექსპედიცია]] [[პართია]]ში, რომელიც რომაელთა კატასტროფით დამთავრდა. [[კრასუსი]] [[მესოპოტამია]]ში შეიჭრა და რამდენიმე ქალაქი აიღო, გამოსაზამთრებლად კი ისევ [[სირია]]ში დაბრუნდა, შემდგომ 53წ53 წ. კრასუსმა ხელმეორედ გაილაშქრა პართიელთა წინააღმდეგ. რომაელებს პართიელებთან ბრძოლაში აკლდათ უმთავრესი - [[კავალერია]]. კრასუსი, ამასთან ერთად გადამეტებით აფასებდა რომაელთა შესაძლებლობებს. ძვ. წ. 53 . კარრთან ახლოს მოხდა გადამწყვეტი შეტაკება რომაელებსა და პართიელებს შორის. პართიულმა კავალერიამ დაჯაბნა რომაული ლეგიონები. ალყაში მოქცეული კრასუსი და მისი ჯარი იტანჯებოდნენ სიცხისა და წყურვილისაგან. ბრძოლაში დაიღუპა კრასუსის შვილი მამაცი [[პუბლიუსი]]. დაიღუპა თვით კრასუსიც, რომელსაც თავი მოკვეთეს და [[ოროდ II]] გაუგზავნეს. კარრის ბრძოლა იყო პირველი სერიოზული შეტაკება ორ უდიდეს [[სახელმწიფო]]ს შორის. კრასუსის შემდგომ პართიის საკითხი უმთავრეს როლს თამაშობდა რომის [[საგარეო პოლიტიკა]]ში.
 
=== სამოქალაქო ომი ===
[[ფაილი:Rimini083.jpg|thumb|222px|იულიუს კეისრის ქანდაკება რიმინიში, იტალია]]
კრასუსის დაღუპვა მნიშვნელოვალი მოვლენა იყო რომის პოლიტიკურ ცხოვრებაში, რომელმაც საბოლოოდ დაშალა [[ტრიუმვირატი]]. პომპეუსმა დემოკრატიული პარტიიდან არისტოკრატიულ-ოპტიმატურ პარტიაში იწყო გადასვლა თანდათან. პომპეუსი დაუახლოვდა რესპუბლიკის ლიდერებს, განსაკუთრებით კი [[მარკუს პორციუს კატონი (უმცროსი)|კატონს]]. კლოდიუს-მილონის შეიარაღებული კონფლიქტის შემდგომ, რომელსაც თავად [[კლოდიუსი]] შეეწირა (კეისრის მომხრე), რომში საგანგებო უფლებები გადაეცა პომპეუსს. პომპეუსმა რამდენიმე კანონი დაამტკიცებინა სენატს, რაც კეისარს ურთულებდა 48 წლისთვის კონსულად არჩევას. მართალია პომპეუსმა შენიშვნა შეიტანა კანონებში - ეს კეისარზე არ ვრცელდებაო, მაგრამ [[კომიცია]]მ ეს შენიშვნა არ დაამტკიცა. ამრიგად, 52 წ. შექმნილმა სოციალურ-პოლიტიკურმა ვითარებამ რომში განამტკიცა პომპეუსის კავშირი ოპტიმატებთან. მკვეთრად გაძლიერდა კეისრის მტრების პოზიციები, რომელთაც სათავეში ედგა [[მარკუს პორციუს კატონი (უმცროსი)|კატონი]]; მთელი მოძრობის იდეოლოგი კი იყო მარკუს ტულიუს [[ციცერონი]] . 51 წ. გამოვიდა მისი [[ტრაქტატი]] "სახელმწიფოს შესახებ" ("[[De Republica]]"). 51-49 წწ. კონსულებად ინიშნებოდნენ კეისრის მტრები. ყოველივე ეს რომის მსოფლიო რესპუბლიკას [[სამოქალაქო ომი]]სკენ მიაქანებდა.
 
რომში პოლიტიკური სიტუაციის გამწვავებამ გამოიწვია კეისრის კონტრ-ზომები. კეისრის მთავარი [[სამხედრო ძალები]] კონცენტრირებული იყო ტრანზალპიურ [[გალია]]ში. თვითონ კეისარი კი ერთი [[ლეგიონი]]თ იდგა ციზალპიურ გალიაში. კეისარი ცდილობდა დაენახებინა რომისთვის, რომ ის მაქსიმალურად ცდილობდა სამოქალაქო ომის თავიდან აცილებას. კეისარმა შესთავაზა სენატს დაემტკიცებინათ მისთვის 2 ლეგიონი და ციზალპიური პროვინციისა და ილირიკის მმართველობა. სენატმა ეს საკითხი 49 წ. იანვარში განიხილა და უარყო. [[ციცერონი]] ცდილობდა ოპტიმალური გამოსავლის მოძებნას, მაგრამ არისტოკრატიული ფრთის უკიდურესმა წარმომადგენლებმა იმარჯვეს და დაამტკიცეს დადგენილება, რომლის თანახმად კეისარს დაუყოვნებლივ უნდა დაეტოვებინა დაკავებული თანამდებობა. კეისრის მომხრეებმა, სახალხო ტრიბუნებმა - [[მარკუს ანტონიუსი|მარკუს ანტონიუსმა]] და კვინტუს კასიუსმა ამ დადგენილებას [[ვეტო]] დაადეს. ოპტიმატები მტრულად შეხვდნენ [[სახალხო ტრიბუნი|სახალხო ტრიბუნთა]] გამოსვლას, ეს უკანასკნელნი კი იძულებულნი გახდნენ გაქცეულიყვნენ რომიდან [[გალია]]ში, კეისართან.
ხაზი 152:
49 წ. 10 იანვარს, გაიუს იულიუს კეისარი ერთი [[ლეგიონი]]თ მიადგა მდინარე [[რუბიკონი|რუბიკონს]]. ამ [[მდინარე]]ზე გადასვლის უფლება ჯართან ერთად არცერთ მთავარსარდალს არ ჰქონდა. კეისარი დიდხანს ფიქრობდა ამ პატარა მდინრეზე გადებულ პატარა ხიდის წინ. ბოლოს ხმამაღლა წარმოთქვა: "[[წილი ნაყარია]]!" კეისარმა მდინარეზე გადაიყვანა თავისი (მე-13) [[ლეგიონი]] და დაიძრა რომისაკენ. ეს კი [[სამოქალაქო ომი]]ს დაწყებას ნიშნავდა. კეისრის მოქმედების მოტივი იყო სახალხო ტრიბუნთა უფლებათა შელახვა; ამით კეისარი სამოქალაქო ომის დაწყების [[პასუხისმგებლობა]]ს თავის მტრებს აკისრებდა. კეისრის რუბიკონზე გადასვლა მის მოწინააღმდეგეთათვის სრული მოულოდნელობა იყო. [[პომპეუსი]]ს მთავარი ძალები ესპანეთში იყო კონცენტრირებული. [[იტალია]]ში კეისრის შეჩერება შეუძლებელი გახდა, რამაც განაპირობა პომპეუსის, და მასთან ერთად [[სენატი]]ს უმეტესი ნაწილის გაქცევა რომიდან საბერძნეთში. კეისარი შევიდა რომში. ყველას გასაოცრად, კეისარი დარჩენილ მოწინააღმდეგებს მეგობრულად შეხვდა, რაც მარიუს-სულას კონფლიქტის შემდგომ წარმოუდგენელი იყო. რომიდან კეისარი ესპანეთისკენ დაიძრა, დაამარცხა უმთავარსარდლოდ (უპომპეუსოდ) დარჩენილი ლეგიონები და 49 წ. დასასრულს უმთავრესი ძალები გადასხა საბერძნეთში, ეპირში. პირველი შეტაკება დირაქიუმთან კეისრის მარცხით დასრულდა, თუმც, კეისარმა სწრაფად შესძლო ახალ პოზიციაზე გამაგრება და შემდეგი ბრძოლა ფარსალოსთან (48 წ. 6 ივნისი) ბრწყინვალედ მოიგო. [[გნეუს პომპეუს მაგნუსი|პომპეუსი]] გაიქცა [[ეგვიპტე]]ში, სადაც იგი, კეისრის გულის მოსაგებად, ვერაგულად მოკლეს ეგვიპტელებმა გემიდან ნაპირზე გადმოსვლისას. პომპეუსის ჯარის ნაშთები ჩაბარდენ კეისარს. კეისარი კი პომპეუსს დაედევნა; სამი დღის შემდეგ იგი ალექსანდრიაში ჩავიდა, სადაც ეგვიპტელებმა მიართვეს პომპეუსის წარკვეთილი თავი და ბეჭედი. ამის დანახვაზე კეისარს თვალები აეცრემლა. შესაძლოა, ეს არ იყო [[ფარისევლობა]], კეისრის დიდსულოვნების და გულმოწყალობის კვალობაზე (პომპეუსი იყო აგრეთვე კეისრის [[სიძე]] - ადრეგარდაცვლილი ქალიშვილის - იულიას მეუღლე).
 
[[ეგვიპტე]]ში იმ დროისთვის დინასტიური ბრძოლა მიმდინარეობდა [[პტოლემეუს ავლეტი]]ს ორ შვილს შორის. [[ანდერძი]]ს თანახმად ქვეყანა უნდა ემართა უფროს ქალიშვილს [[კლეოპატრა]]ს ძმასთან - [[პტოლემეოს დიონისე]]სთან ერთად. დაპირისპირების შემდგომ კლეოპატრა გაძევებულ იქნა ალექსანდრიიდან. ეგვიპტეს კი ერთპიროვნულად მართავდა დიონისე. კეისარმა ეგვიპტეში ჩასვლისთანავე მოითხოვა ვალის დაბრუნება, რომელიც პტოლემეოს ავლეტს აეღო, ბოლომდე გადახდა კი ვერ მოესწრო. [[ალექსანდრია]]ში, კეისარს საიდუმლოდ შეხვდა კლეოპატრა. კეისარი ძლიერ მოხიბლა ეგვიპტის [[პრინცესა]]მ. შემდგომში, მათი ურთიერთობა დიდ სიყვარულში გადაიზარდა. კლეოპატრას კეისრის მეშვეობით უნდოდა ტახტის დაბრუნება, თვით კეისარს, კი ფული, რაც აუცილებელი იყო მისი [[პოლიტიკური გეგმები]]ს განსახორციელებლად. კეისარმა ეგვიპტის მმართველად ორივე და-ძმა გამოაცხადა, რამაც პტოლემეოსის პარტიის პროტესტი გამოიწვია. პტოლემეოსს ალექსანდრიელებმაც დაუჭირეს მხარი და კონფლიქტი შეიარაღებულ შეტაკებებში გადაიზარდა.

[[ფაილი:Cleopatra and Caesar by Jean-Leon-Gerome.jpg|thumb|left|180px|კეისარი და კლეოპატრი; [[ჟან-ლეონ ჟერომი]]ს ნახატი, [[1866]]]]

ეგვიპტეში კეისარი მცირე ძალებით იყო ჩასული. მისი სიცოცხლე საფრთხეში აღმოჩნდა. კეისარი სასახლეში გამაგრდა, საიდანაც იგერიებდა მტრის თავდასხმებს. ალექსანდრიის პორტში იდგა ეტვიპტური ფლოტი. კეისარი შიშობდა, რომ ეს [[ფლოტი]] აჯანყებულთა მხარეზე გადავიდოდა, ამიტომ გასცა ბრძანება დაეწვათ [[პორტი]]. ხანძარმა იმსხვერპლა ალექსანდრიის ცნობილი [[ბიბლიოთეკა]]ც. როდოსელი ევფრანიოსისა და მითრიდატე პერგამოსელის ([[მითრიდატე]] VI უკანონო შვილი) დახმარებით კეისარმა დაამარცხა აჯანყებულები. ეგვიპტის ხელმწიფედ კლეოპატრა დასვა, ეგვიპტე კი ''რომაელი ხალხის მეგობარ და მოკავშირე'' ქვეყნად გამოაცხადა. ალექსანდრიის ომმა საშუალება მისცა კეისრის მტრებს ძალები მოეკრიბათ. [[პონტო]]ს მეფემ, [[ფარნაკე]]მ (მითრიდატე VI შვილი), [[ალექსანდრიის ომი]]ს დამთავრებისთანვე დაიწყო საომარი მოქმედებები [[აზია]]ში. კეისარი წარმოუდგენელი სისწრაფით გადავიდა აზიაში, სადაც 47 წ. [[აგვისტო]]ში ერთადერთ ბრძოლაში სასტიკად გაანადგურა ფარნაკე. კეისარმა, გამარჯვების აღსანიშნავად სამად სამი სიტყვა მისწერა რომს: ''[[მიველ, ვნახე, დავამარცხე]]'' ([[Veni, Vidi, Vici]]).
 
აზიის საქმეების მოგვარების შემდგომ კეისარი რომში დაბრუნდა. [[სამოქალაქო ომი]]ს პერიოდში რომის ეკონომიკური მდგომარეობა ძლიერ გაუარესდა, რამაც გამოიწვია ინფლაცია. აქტუალური გახდა ვალთა კასაციის პრობლემა. 49 წ. კეისარმა გამოსცა რამდენიმე კანონი ვალების გადახდის რეგულირებისათვის, რამაც უკმაყოფილება გამოიწვია როგორც მევალეებში, ისევე კრედიტორებში. კეისრის ეკონომიკური პოლიტიკის წინააღმდეგ გამოვიდა ჯერ ცელიუს რუფუსი, შემდეგ კორნელიუს დოლაბელა. მათი მოძრაობა თავიდანვე განწირული იყო. კეისრიანელებმა ორივე აჯანყება ჩაახშეს. კეისარმა რომში წესრიგი აღადგინა. ისევ დაიწყო კონსულთა არჩევა. კეისარმა შეავსო ძალზედ შეთხელებული სენატი, ძირითადად თავისი ცენტურიონებით, რომელთა უმრავლესობა იტალიკურ მუნიციპიათა მცხოვრებლები იყვნენ. 47 წ. აფრიკაში გააქტიურდნენ კეისრის მტრები - რესპუბლიკელები და ნუმიდიის მეფე იუბა. 46 წ. თაფსუსთან კეისარმა დაამარცხა მრავალრიცხოვანი რესპუბლიკური არმია. [[მარკუს პორციუს კატონი (უმცროსი)|კატონმა]], ყველაზე თავდადებულმა და თანმიმდევრულმა რესპუბლიკელმა შემდგომი წინააღმდეგობა უაზროდ ჩათვალა და თავი მოიკლა. კეისარმა [[მარკუს პორციუს კატონი (უმცროსი)|კატონის]] შვილს მიუსამძიმრა მამის დაღუპვა და გულისტკივილით თქვა: ეჰ, კატონ, შენის სიკვდილით აღმიკვეთე შენთვის სიცოცხლის ჩუქების შესაძლებლობა!". დაიღუპა მეფე იუბაც; ნუმიდია, კი გამოცხადდა [[პროვინცია]]დ Africa Nova. აფრიკის პროკონსულობა კეისარმა უბოძა სახელოვან ისტორიკოსს სალუსტიუს კრისპუსს. რესპუბლიკელთა უკანასკნელი ძალები თაფსუსის ტრაგედიის შემდეგ (დაიღუპა 50 000 რესპუბლიკელი და მხოლოდ 50 კეისარიანელი) თავმოყრილი იყო ესპანეთში. 45 წ. გაზაფხულზე ყველაზე მეტად სასტიკ და სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში (სადაც თვით კეისრის სიცოცხე ძაფზე ეკიდა) კეისარმა კვლავ დაამარცხა რესპუბლიკელები; დაეცნენ მათი უკანასკნელი ბასტიონები - კორდუბა და მუნდა. ამით დასრულდა კეისრის პომპეუსელებთან ბრძოლის უკანასკნელი ეტაპი; სამოქალაქო ომი დასრულდა. კეისარი ზეიმობდა - იგი იყო რომის ერთპიროვნული მმართველი.
Line 161 ⟶ 165:
=== კეისრის სიკვდილი ===
[[ფაილი:Caesar-tomb1.jpg|thumb|300px|კეისრის საფლავი რომში]]
მაგრამ კეისარს არ დასცალდა ყველა ჩანაფიქრის განხორციელება: კეისრის აშკარად გამოხატული მონარქისტული ტენდენციები რესპუბლიკელთა აღშფოთებას იწვევდა. მის წინააღმდეგ შეითქვა სენატორთა (ადრე მის მიერ შეწყალებულ მოწინააღმდეგე რესპუბლიკელთა) მცირე ნაწილი; დაახლოებით 60 კაცი. მათ ხელმძღვანელობდნენ [[გაიუს კასიუს ლონგინუსი]], [[მარკუს იუნიუს ბრუტუსი]] და [[დეციმუს იუნიუს ბრუტუსი]]. (არსებობს გადმოცემა, რომლის თანახმადაც [[კალპურნია]]ს, მის მეუღლეს დაესიზმრა ცუდი სიზმარი და დაითანხმა კეისრი უარი ეთქვა სენატში წასვლაზე. კეისარმა ცოლს დაუჯერა, თუმც ცრუმორწმუნე არ იყო. ერთი ვერსიის თანახმად, სწორედ ამ სხდომაზე უნდა ეღიარებინათ კეისარი [[მეფე]]დ. მაგრამ კეისარს მისივე მკვლელები ესტუმრნენ სახლში, გადააფიქრებინეს სახლში დარჩენა და სენატში წაიყვანეს. შეთქმულებს ეჩქარებოდათ; 18 მარტს [[პართია]]ში გალაშქრებას აპირებდა კეისარი. გზაში, უცნობმა მას ტახტრევანში წერილი შეუგდო, სადაც მის წინააღმდეგ [[შეთქმულება]]ზე აფრთხილებდა, და თან მიაძახა "მხოლოდ შენ წაიკითხე, კეისარო, და სასწრაფოდ"-ო. მაგრამ კეისარს ეს წერილი შეუნახავს სხვა დროს წასაკითხად. სენატთან კეისარმა მისანი [[სპურინნა]] დაინახა, რომელმაც მას ადრე ურჩია მარტის იდუსს ერიდეო. კეისარმა მას ღიმილით მიმართა "მარტის იდუსიც მოვიდა". სპურინნამ კი ცივად უპასუხა "მოვიდა, მაგრამ ჯერ არ გასულა.").
(არსებობს გადმოცემა, რომლის თანახმადაც [[კალპურნია]]ს, მის მეუღლეს დაესიზმრა ცუდი სიზმარი და დაითანხმა კეისრი უარი ეთქვა სენატში წასვლაზე. კეისარმა ცოლს დაუჯერა, თუმც ცრუმორწმუნე არ იყო. ერთი ვერსიის თანახმად, სწორედ ამ სხდომაზე უნდა ეღიარებინათ კეისარი [[მეფე]]დ. მაგრამ კეისარს მისივე მკვლელები ესტუმრნენ სახლში, გადააფიქრებინეს სახლში დარჩენა და სენატში წაიყვანეს. შეთქმულებს ეჩქარებოდათ; 18 მარტს [[პართია]]ში გალაშქრებას აპირებდა კეისარი. გზაში, უცნობმა მას ტახტრევანში წერილი შეუგდო, სადაც მის წინააღმდეგ [[შეთქმულება]]ზე აფრთხილებდა, და თან მიაძახა "მხოლოდ შენ წაიკითხე, კეისარო, და სასწრაფოდ"-ო. მაგრამ კეისარს ეს წერილი შეუნახავს სხვა დროს წასაკითხად. სენატთან კეისარმა მისანი [[სპურინნა]] დაინახა, რომელმაც მას ადრე ურჩია მარტის იდუსს ერიდეო. კეისარმა მას ღიმილით მიმართა "მარტის იდუსიც მოვიდა". სპურინნამ კი ცივად უპასუხა "მოვიდა, მაგრამ ჯერ არ გასულა.").
 
ძვ. წ. 44, 15 მარტს, შეთქმულებმა, რომის სენატში, პომპეუსის ქანდაკებასთან მოკლეს კეისარი.
 
=== კეისრის პიროვნება ===
კეისარი ახალგაზრდობიდანვე ძალზედ შეუპოვარი, მაგრამ კეთილგონიერი პიროვნება იყო. ახალგაზრდობაში კეისარს ძლიერ უყვარა ღვინის სმა და ქალებში დროს ტარება. სულამ მას "[[ლოთი]]ც" კი შეარქვა, თუმცა, შემდგომში კეისარმა მკვეთრად შეიცვალა ცხოვრების [[სტილი]] და სწორუპოვარი [[ჯარისკაცი]]ს სახელი მოიპოვა. კეისარი თავად იყო მაგალითი თავისი ლეგიონერებისათვის; იყო საოცრად გამძლე, ამტანი და თავზეხელაღებული მებრძოლი.
ახალგაზრდობაში კეისარს ძლიერ უყვარა ღვინის სმა და ქალებში დროს ტარება. სულამ მას "[[ლოთი]]ც" კი შეარქვა, თუმცა, შემდგომში კეისარმა მკვეთრად შეიცვალა ცხოვრების [[სტილი]] და სწორუპოვარი [[ჯარისკაცი]]ს სახელი მოიპოვა.
კეისარი თავად იყო მაგალითი თავისი ლეგიონერებისათვის; იყო საოცრად გამძლე, ამტანი და თავზეხელაღებული მებრძოლი.
 
როდესაც კორნელიუს სულამ [[სახელმწიფო გადატრიალება]] მოახდინა რომში, კეისარი სიკვდილით დასჯის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა ([[გაიუს მარიუსი]] ბიძად ეკუთვნოდა კეისარს). კეისარი მაშინ [[ვესტა]]ს ქურუმ ქალთა თხოვნამ იხსნა. სულას ხანდახან უყვარდა გულმოწყალების გამოჩენა, თანაც კეისარი მაშინ ძალიან აღალგაზრდა იყო და სულასთვის მეტოქეობის გაწევდა არც შეეძლო. სულამ აპატია კეისარს ''კეისრობა'', მაგრამ, თქვა: ''დაე, აგრე იყოს, მაგრამ, გახსოვდეთ, რომ მაგ ბიჭში მრავალი მარიუსი ზის''. კეისარი მაშინ რომს გაერიდა და საბერძნეთში განაგრძო სწავლა. ერთხელ იგი მეკობრეებმა შეიპყრეს და გამოსასყიდი მოთხოვეს. კეისარს გაეცინა - "თქვენ არც იცით, თუ ვინ ჩაიგდეთ ხელში"-ო განუცხადა მეკობრეებს და თვითონ დააწესა გამოსასყიდ თანხად 50 [[ოქრო]]ს [[ტალანტი]], რაც ბევრად აღემატებოდა მეკობრეთა მოთხოვნას. ტყვეობის განმავლობაში კეისარი ბატონივით ექცეოდა მეკობრეებს: როდესაც წერდა ან კითხულობდა, ხმამაღლა ლაპარაკს უშლიდა თავისსავე დამტყვევებლებს! ეხუმრებოდა და თან ემუქრებოდა '' როდესაც განვთავისუფლდები, დაგედევნებით, ყველას შეგიპყრობთ და [[ჯვარი|ჯვარზე]] გაგაკრავთო''. ეს დანაპირები კეისარმა განთავისუფლებისთანავე შეუსრულა მეკობრეებს. როდესაც კეისარი უმაღლესი ქურუმის არჩევნებზე მიდიოდა, [[დედა]]ს განუცხადა "თუ არ დავბრუნდი როგორც უმაღლესი [[ქურუმი]], მაშინ საერთოდ არ დავბრუნდები"-ო.
სულამ აპატია კეისარს ''კეისრობა'', მაგრამ, თქვა: ''დაე, აგრე იყოს, მაგრამ, გახსოვდეთ, რომ მაგ ბიჭში მრავალი მარიუსი ზის''.
კეისარი მაშინ რომს გაერიდა და საბერძნეთში განაგრძო სწავლა.
ერთხელ იგი მეკობრეებმა შეიპყრეს და გამოსასყიდი მოთხოვეს. კეისარს გაეცინა - "თქვენ არც იცით, თუ ვინ ჩაიგდეთ ხელში"-ო განუცხადა მეკობრეებს და თვითონ დააწესა გამოსასყიდ თანხად 50 [[ოქრო]]ს [[ტალანტი]], რაც ბევრად აღემატებოდა მეკობრეთა მოთხოვნას.
ტყვეობის განმავლობაში კეისარი ბატონივით ექცეოდა მეკობრეებს: როდესაც წერდა ან კითხულობდა, ხმამაღლა ლაპარაკს უშლიდა თავისსავე დამტყვევებლებს! ეხუმრებოდა და თან ემუქრებოდა '' როდესაც განვთავისუფლდები, დაგედევნებით, ყველას შეგიპყრობთ და [[ჯვარი|ჯვარზე]] გაგაკრავთო''. ეს დანაპირები კეისარმა განთავისუფლებისთანავე შეუსრულა მეკობრეებს.
როდესაც კეისარი უმაღლესი ქურუმის არჩევნებზე მიდიოდა, [[დედა]]ს განუცხადა "თუ არ დავბრუნდი როგორც უმაღლესი [[ქურუმი]], მაშინ საერთოდ არ დავბრუნდები"-ო.
 
[[სვეტონიუსი]] თავის "ცხოვრება"-ში ამხელს კეისრის ძალაუფლებისკენ სწრაფვას. კეისარი, თავის მიზნების განსახორციელებლად გაუმართლებელ ნაბიჯებს დგამდა. ასე მაგალითად კონსულის არჩევნებზე 59 ძვ. წ. კეისარი ხალხის [[ქრთამი|მოქრთამვასაც]] არ თაკილობდა, ხოლო [[მარკუს პორციუს კატონი (უმცროსი)|კატონი]] სრულიად უკანონოდ დააპატიმრა, თუმც მერე მალე გაათავისუფლა. თავისი ერთადერთი ქალიშვილი იულია ცოლად მისცა პომპეუსს, რათა გაემყარებინა მასთან კავშირი.
თავისი ერთადერთი ქალიშვილი იულია ცოლად მისცა პომპეუსს, რათა გაემყარებინა მასთან კავშირი.
 
[[ციცერონი|ციცერონსაც]] უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა კეისრისადმი, თუმც მის ნიჭს ყოველთვის აღიარებდა. "იცნობ განა შენ ვინმე ისეთს, თუნდაც მხოლოდ ორატორობაზე დახელოვნებულს, კეისარზე უკეთ რომ ლაპარაკობდეს? ან ვინმე ისეთს, რომელსაც შეეძლოს ამდენი გონებამახვიური შენიშვნების გაკეთება? ან კიდევ ასე მრავალფეროვანი ლექსიკონი რომ ჰქონდეს, და თანაც ასე ზუსტი?" - ამბობს ერთგან [[ციცერონი]].
 
"იცნობ განა შენ ვინმე ისეთს, თუნდაც მხოლოდ ორატორობაზე დახელოვნებულს, კეისარზე უკეთ რომ ლაპარაკობდეს? ან ვინმე ისეთს, რომელსაც შეეძლოს ამდენი გონებამახვიური შენიშვნების გაკეთება? ან კიდევ ასე მრავალფეროვანი ლექსიკონი რომ ჰქონდეს, და თანაც ასე ზუსტი?" - ამბობს ერთგან [[ციცერონი]].
ციცერონი, თავის ცნობილ ტრაქტატში "მოვალეობათა შესახებ" ([[De Officiis]]) წერს, რომ კეისარს უყვარდა ერთი ფრაზის გამეორება [[ევრიპიდე]]ს "[[ფინიკიელი ქალები]]"-დან: "არის განა [[დანაშაული]] კეთილშობილების თანაზიარი?კეთილშობილია ტირანიის დანაშაული, თუ ზეციურ კანონებს ემორჩილება".
 
"არის განა [[დანაშაული]] კეთილშობილების თანაზიარი?კეთილშობილია ტირანიის დანაშაული, თუ ზეციურ კანონებს ემორჩილება".
[[ციცერონი]] ატიკუსისადმი მიწერილ წერილში ერთგან აღნიშნავს: "...გამოდის, რომ ჩვენი [[პრობლემა]] გადაუჭრელია, რადგან, თუ კეისრისეული გენიის მქონე კაცმა ვერ იპოვა გამოსავალი, მაშ ვინ შესძლებს ამას ახლა?" , (Ad Atticum, ძვ. წ. 44, 7 [[აპრილი]], კეისრის მკვლელობის შემდგომ).
"...გამოდის, რომ ჩვენი [[პრობლემა]] გადაუჭრელია, რადგან, თუ კეისრისეული გენიის მქონე კაცმა ვერ იპოვა გამოსავალი, მაშ ვინ შესძლებს ამას ახლა?" , (Ad Atticum, ძვ. წ. 44, 7 [[აპრილი]], კეისრის მკვლელობის შემდგომ).
 
[[გელიუსი]]ს თანახმად, კეისარს მოსწონდა რომაელი მწერლის [[პუბლიუსი]]ს გამოთქმები:
Line 197 ⟶ 191:
* "უყურე მეგობარს ისე, როგორც შესაძლო მტერს".
 
კეისარი ძალზედ მკაცრი და მომთხოვნი ადამიანი იყო. ერთხელ მან საკუთარი [[მზარეული]] დასაჯა, როდესაც ეს უკანასკნელი კეისარს და მის სტუმრებს სხვადასხვა [[ხარისხი]]ს [[პური]]თ გაუმასპინძლდა. ერთხელ კეისრის ერთ ერთმა თანამებრძოლმა ადჲულტერი ჩაიდინა ერთ ერთი მხედრის ცოლთან. მიუხედავად იმისა, რომ არანაირი საყვედური არ ყოფილა, კეისარმა თანამებრძოლი მაინც დასაჯა, თუმც ძლიერ უყვარდა.
კეისარი ძალზედ მკაცრი და მომთხოვნი ადამიანი იყო.
 
ერთხელ მან საკუთარი [[მზარეული]] დასაჯა, როდესაც ეს უკანასკნელი კეისარს და მის სტუმრებს სხვადასხვა [[ხარისხი]]ს [[პური]]თ გაუმასპინძლდა. ერთხელ კეისრის ერთ ერთმა თანამებრძოლმა ადჲულტერი ჩაიდინა ერთ ერთი მხედრის ცოლთან. მიუხედავად იმისა, რომ არანაირი საყვედური არ ყოფილა, კეისარმა თანამებრძოლი მაინც დასაჯა, თუმც ძლიერ უყვარდა.
კეისარი ძალზედ ზომიერად სვამდა და ჭამდა. პორციუს [[მარკუს პორციუს კატონი (უმცროსი)|კატონმა]], თავად [[ბახუსი]]ს დიდმა მოყვარულმა, ერთხელ აღიარა, რომ "კეისარი ერთადერთი იყო [[ისტორია]]ში, ვინც ფხიზელი შეუდგა რესპუბლიკის დამხობას".
კეისარი გამოირჩეოდა თავისი თავმდაბლობითაც.
ერთხელ სადილად დაპატიჟებულ კეისარს შეცდომით მომწარო [[ზეთი]] მიართვეს.
კეისარმა, მასპინძლისადმი პატივისცემა გამოიჩინა და სადილი მიირთვა.
 
კეისარი გამოირჩეოდა თავისი თავმდაბლობითაც. ერთხელ სადილად დაპატიჟებულ კეისარს შეცდომით მომწარო [[ზეთი]] მიართვეს. კეისარმა, მასპინძლისადმი პატივისცემა გამოიჩინა და სადილი მიირთვა.
ერთხელ კეისარმა ლეგიონთა აჯანყების ჩაწყნარება მხოლოდ ერთი სიტყვით შესძლო.
 
აჯანყებული ლეგიონერები სამხედრო სამსახურის შეწყვეტას და სახლებში დაბრუნებას ითხოვდნენ.
ერთხელ კეისარმა ლეგიონთა აჯანყების ჩაწყნარება მხოლოდ ერთი სიტყვით შესძლო. აჯანყებული ლეგიონერები სამხედრო სამსახურის შეწყვეტას და სახლებში დაბრუნებას ითხოვდნენ. კეისარმა შეიტყო თუ არა ეს ამბავი, უმალ თავის ჯარისკაცებთან გამოცხადდა და ჰკითხა:
- "რა უნდათ ჩემგან ჩემს თანამებრძოლებს?"
- "ჩვენ გვინდა [[თავისუფლება]]!"
- "მიბოძებია თავისუფლება, მოქალაქეებო!" - აუმღვრევლად უპასუხა კეისარმა.
გამაოგნებელი აღმოჩნდა კეისრის მიერ ლეგიონერთა ჯერ თანამებრძოლებად, ხოლო შემდეგ უბრალო მოქალაქეებად მოხსენება! ამ სიტყვებმა ჯარისკაცები, რომლებიც რამდენიმე წელი ერთგულად ემსახურებოდნენ კეისარს, ემოციურ შოკში ჩააგდო. აჯანყებულებმა მაშინათვე მოუბოდიშეს კეისარს და შენდობა სთხოვეს.
ამ სიტყვებმა ჯარისკაცები, რომლებიც რამდენიმე წელი ერთგულად ემსახურებოდნენ კეისარს, ემოციურ შოკში ჩააგდო. აჯანყებულებმა მაშინათვე მოუბოდიშეს კეისარს და შენდობა სთხოვეს.
 
კეისარი [[კულტურა|კულტურის]] დიდი ქომაგი იყო. [[სამოქალაქო ომი]]ს დროს მას არ დაემორჩილა [[ქალაქი]] [[მასილია]] (დღევანდლი მარსელი). ხანგრძლივი ალყის შემდეგ კეისარმა აიღო მასილია, მისი გაშმაგებული ჯარისკაცები კი მოსახლეობის ამოწყვეტას და ქალაქის სრულ დანგრევას ითხოვდნენ. კეისარმა ეს არ დაუშვა, რითაც კაცობრიობას შემოუნახა კულტურის ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი [[ძეგლი]] - უძველესი ბერძნული [[კოლონია]] ქ. [[მარსელი]].
ხანგრძლივი ალყის შემდეგ კეისარმა აიღო მასილია, მისი გაშმაგებული ჯარისკაცები კი მოსახლეობის ამოწყვეტას და ქალაქის სრულ დანგრევას ითხოვდნენ. კეისარმა ეს არ დაუშვა, რითაც კაცობრიობას შემოუნახა კულტურის ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი [[ძეგლი]] - უძველესი ბერძნული [[კოლონია]] ქ. [[მარსელი]].
 
კეისარი იყო შესანიშნავი მწერალიც. მისი ორივე გამოქვეყნებული წიგნი შემონახულია და ლათინური მწერლობის ნიმუშს წარმოადგენს.
კეისრის "[[გალიის ომის კომენტარები]]" და "[[სამოქალაქო ომის კომენტარები]]" გამოირჩევა ძალზედ სადა, ნატიფი და აუმღვრეველი თხრობით [[სტილი]]თ. კეისარმა თავისი "კომენტარები" დაწერისთანავე გამოაქვეყნა, რაც მიუთითებს მისი შემოქმედებითი მოღვაწეობის პოლიტიკურ მიზნებზე.
 
გადმოცემის თანახმად, სიკვდილამდე 1 წლით ადრე კეისარს უთქვამს: "ახლა რომისთვის უფრო მნიშვნელოვანია ჩემი გადარჩენა, ვიდრე თავად ჩემთვის. მე უკვე დიდი ხანია რაც მივაღწიე ძალაუფლებას და დიდებას. მე რომ რამე დამემართოს, რომი მშვიდობას ვეღარ შეინარჩუნებს; დაიწყება ახალი [[სამოქალაქო ომი]], რომელიც წინაზე გაცილებით საშინელი იქნება..." . კეისრის ეს სიტყვები წინასწარმეტყველური აღმოჩნდა.
 
სიკვდილის წინა დღეს სტუმრად მიპატიჟებულ კეისარს ხუმრობით ჰკითხეს, თუ როგორ სიკვდილს არჩევდა. კეისარმა დაუფიქრებლად და სრული სერიოზულობით უპასუხა, რომ არჩევდა მოულოდნელ სიკვდილს და სწრაფად გაეცალა იქაურობას.
კეისარმა დაუფიქრებლად და სრული სერიოზულობით უპასუხა, რომ არჩევდა მოულოდნელ სიკვდილს და სწრაფად გაეცალა იქაურობას.
 
კეისარი წინააღმდეგობრივი პიროვნება იყო. მას ახასიათებდა სწრაფვა ტირანიისკენ და გამოირჩეოდა თავისი ძალმომრეობით, თუმც, ამავე დროს იყო საოცრად მიმტევებელი, თავაზიანი და ერთგული ადამიანი. კეისრის მთელი მოღვაწეობა შეიძლება სუმარიზებული იყოს საერთო წესრიგისკენ დაუოკებელ სწრაფვაში.
 
ორიათასწლოვანმა ისტორიამ თავისი განაჩენი გამოუტანა კეისრის პიროვნებას და მის მოღვაწეობას.
ორიათასწლოვანმა ისტორიამ თავისი განაჩენი გამოუტანა კეისრის პიროვნებას და მის მოღვაწეობას. კეისრის [[გენია]]მ კი სამარადჟამოდ დაივანა კაცობრიობის [[ისტორია]]ში.
 
=== კეისრის მემკვიდრეობა ===
[[Fileფაილი:Julii Caesaris quae exstant.tif|thumb|C. Iulii Caesaris quae extant, 1678]]
მიუხედავად კეისრის ხანმოკლე სიცოცხლისა, მის მიერ დაწყებული [[პროცესი]] შეუჩერებელი აღმოჩნდა; რესპუბლიკის დღეები დათვლილი იყო. [[მონარქია]], როგორც ალბათ იმ დროისთვის ყველაზე ოპტიმალური [[წყობილება]], კეისრისთვის რომის [[სახელმწიფო]]ს გადარჩენას ნიშნავდა. ქვეყანაში მომხდარი ყველა რეგრესიული თუ [[ნეგატიური]] მოვლენა კეისრის ყურადღების ქვეშ ექცეოდა: [[კორუფცია]], [[უმუშევრობა]] და პარაზიტული [[არსებობა]], [[ფლანგველობა]], [[პაუპერიზაცია]], უწიგნურობა და ბევრი სხვა რამ მისი ყოველდღიური ზრუნვის საგანი იყო. ის კულტურულ-ეკონომიური [[პროგრესი]], რაც [[რომი]]ს სახელმწიფომ [[ავგუსტუსი]]ს მმართველობის პერიოდში განიცადა, განაპირობა სწორედ კეისრის ბოლო წლების მოღვაწეობამ. კეისრის გრანდიოზული გეგმები აღემატებოდა ერთი ადამიანის შესაძლებლობებს, თუმც, რომ არა ნაადრევი [[სიკვდილი]], მას შესაძლოა განეხორციელებინა კიდეც თავისი სტრატეგიული გეგმები. იულიუს კეისარი მიეკუთვნება ადამიანთა იმ მცირე ჯგუფს, რომელთაც შესძლეს კარდინალურად შეეცვალათ [[მსოფლიო]] ისტორიის განვითარების [[გეზი]].
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იულიუს_კეისარი“-დან