ანტვერპენი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
fix url
No edit summary
ხაზი 61:
ამერიკის აღმოჩენასთან და ბურგუნდიის სამკვიდროს ესპანელი [[ჰაბსბურგები]]ს ხელში გადასვლის შემდეგ ახალი სამყაროს ოქრომ ანტვერპენის ბანკებში მოიყარა თავი. 1531 წელს ქალაქში ბირჟა გაიხსნა, რამაც ბიძგი მისცა მსგავსი ხასიათის დაწესებულებების ლონდონსა და ამსტერდამში გახსნასაც. XVI საუკუნის შუა ხანებში ანტვერპენის მოსახლეობა 100 ათასს აჭარბებდა. ხსენებული დროის მკაფიო ძეგლია ანტვერპენის რენესანსული რატუშა (1561-1565).
 
როდესაც [[ნიდერლანდისნიდერლანდების რევოლუცია]] დაიწყო, ანტვერპენმა ამბოხებულთა მხარე დაიჭირა, რამეთუ ქალაქის სავაჭრო გილდიის უმეტესობა პროტესტანტები იყვნენ. 1585 წელს ქალაქს [[ალექსანდრე პარმელი]]ს ჯარი შემოეწყო და აიღო, მას მერე კი მეფის ერთგული ქალაქი გახდა. ამის პასუხად ჩრდილოეთის პროვინციებმა მდინარე შელდზე მიმოსვლა შეაფერხეს, რამაც ანტვერპენს ზღვაზე გასასვლელი მოუშალა. ამ მიზეზით, ეკონომიკურმა აქტივობამ მოკლე ვადებში ჩრდილოეთით გადაინაცვლა, მეტწილად კი ამსტერდამში. 1589 წელს ანტვერპენის მოსახლეობა 42 ათასამდე შემცირდა.
 
ეკონომიკური როლის დაქვეითების მიუხედავად, ანტვერპენი ესპანური ნიდერლანდების მსხვილი სამხატვრო და კულტურული ცენტრის ფუნქციებს ითავსებდა. ადგილობრივ ფერმწერთა - [[რუბენსი]]სა და [[ვან დეიკი]]ს სახელები მთელს ევროპაში ჰქუხდა. XIX საუკუნის მიწურულიდან ეკონომიკური აღმავლობის ახალი ხანა დაიწყო, რაც პორტის გაფართოებასთან იყო დაკავშირებული. 1920 წელს ანტვერპენში საზაფხულო ოლიპიური თამაშები გაიმართა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ანტვერპენი“-დან