ჩერნობილის კატასტროფა: განსხვავება გადახედვებს შორის

→‎სადგურის შემდგომი ბედი: წინა რედაქტირებისას სტილისტური შეცდომა დავუშვი და გავასწორე.
(სამედიცინო ტერმინები იყო გაუმართავი, გასწორდა დაავადებების სახელწოდებები, პუნქტუაცია, სტილი.)
(→‎სადგურის შემდგომი ბედი: წინა რედაქტირებისას სტილისტური შეცდომა დავუშვი და გავასწორე.)
[[1991]] წელს მეორე ბლოკში გაჩნდა ხანძარი და ამავე წლის ოქტომბერში ის მთლიანად გამოვიდა მწყობრიდან. [[1995]] წლის [[დეკემბერი|დეკემბერში]] ხელი მოეწერა მემორანდუმს უკრაინის მთავრობას, [[ევროპის საბჭო]]სა და „დიდ შვიდიანს“ შორის, რომლის მიხედვითაც დაიწყო სადგურის [[2000]] წლისათვის დახურვის პროგრამა. 2000 წლის [[15 დეკემბერი|15 დეკემბერს]] რეაქტორის მესამე ბლოკი სამუდამოდ დაკონსერვდა.
 
სარკოფაგი, რომელიც აფეთქებულ მეოთხე ენერგობლოკზე ააშენეს, თანდათანობით ინგრევა. მისი დანგრევის შემთხვევაში, საშიშროება ძირითადად განისაზღვრება რადიოაქტიური ნივთიერებების რაოდენობით, რომელიც არის მასში არის დარჩენილი. ოფიციალური მონაცემებით, ეს ციფრი იმ რაოდენობის 95%-ს აღწევს, რომელიც ავარიის მომენტში იყო. თუ ეს რიცხვი სწორია, მაშინ საფარის დანგრევა რადიოაქტიური ნივთიერებების ძალიან დიდ მანძილზე გაფანტვას გამოიწვევს.
 
[[2004]] წლის [[მარტი|მარტში]] [[რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკი|რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპულმა ბანკმა]] გამოაცხადა ტენდერი ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის სარკოფაგის რეკონსტრუქციაზე. ტენდერის გამარჯვებულად [[2007]] წელს კომპანია [[NOVARKA]] — ფრანგული კომპანიების [[Vinci Construction Grands Projets]]-ს და [[BOUYGUES]]-ს გაერთიანებული საწარმო გამოცხადდა.<ref>[http://newsru.com/finance/17sep2007/chernobyl.html ახალ სარკოფაგს ჩერნობილის ატომური ელექტრო სადგურისათვის ფრანგები ააშენებენ 505 მილიონ ევროდ]</ref>
594

რედაქტირება