ჰიერონიმუს ბოსხი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Jheronimus Bosch.jpg|thumb|ჰიერონიმუს ბოსხი; სავარაუდო პორტრეტი]]
[[ფაილი:Extraction of the Stone Hieronymus Bosch.jpg|thumb|თავის ოპერაცია]]
'''ჰიერონიმუს ბოსხი''' — [[ნიდერლანდებინიდერლანდელები|ნიდერლანდელი]] ფერმწერი. დაიბადა [[1450]] წელს [[ჰერტოგენბოსი|ჰერტოგენბოსში]]. გარდაიცვალა იქვე [[1516]] წელს. მისი ნამდვილი სახელი და გვარია ჰიერონიმუს ვან აკენი. ბოსხი ხატავდა რელიგიურ, ალეგოროულ და ჟანრულ სურათებს. მისი ცნობილი სურათები — [[ტკბობის ბაღი]], [[სამოთხე]], [[მოგვთა თაყვანისცემა (ტრიპტიქი)|მოგვთა თაყვანისცემა]] დაცულია [[პრადო]]ს მუზეუმში, [[მადრიდი]], [[ესპანეთი]]. ბოსხის შემოქმედების ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია ფანტასტიკურისა და რეალურის შერწყმა. ბოსხის სურათები სივრცობრივი და დეკორატიულია. ფერმწერის შემოქმედებაში დიდი ადგილი უჭირავს წმინდანთა ცდუნების თემას, სადაც მორწმუნეთა მორალური სიმტკიცე უპირისპირდება სამყაროში გაბატონებულ საცდურსა და შიშს. ასევე აღსანიშნავია თანამედროვე თემებზე შექმნილი სურათები: [[თავის ოპერაცია]], [[ძე შეცდომილი]] და სხვა. ბოსხის მნიშვნელოვანი ნამუშევარია ალეგორიული ხასიათის სურათი [[თივის გადატანა]], რომლის სიუჟეტი ხალხურ ანდაზებთანაა დაკავშირებული.
 
ბოსხი არასოდეს აწერდა თარიღს თავის ნამუშევრებს, ხელმოწერილიც მხოლოდ რამდენიმეა. დღესდღეობით, მხოლოდ 25 სურათია შემორჩენილი, რომლის ავტორად ბოსხია მიჩნეული. [[ესპანეთი]]ს მეფე [[ფილიპე II|ფილიპე II-მ]] ფერმწერის გარდაცვალების შემდეგ მისი ბევრი ნამუშევარი შეიძინა, რის შედეგადაც პრადოს მუზეუმი ბოსხის რამდენიმე სურათს ფლობს. ბოსხს ჰყავდა მიმბაძველები, მისი შემოქმედების ერთ-ერთი გამგრძელებელია [[პიტერ ბრეიგელი]].
 
== ჰიერონიმუს ბოსხის ნამუშევრები ==
 
* [[ტკბობის ბაღი]] (ტრიპტიქი) - 1466 წლის შემდეგ - პრადოს მუზეუმი, მადრიდი, [[ესპანეთი]];
* [[მოგვთა თაყვანისცემა (ტრიპტიქი)]] - 1490-1498 - პრადოს მუზეუმი, მადრიდი, ესპანეთი;
Line 18 ⟶ 17:
* [[ჯვარცმული ქრისტე]] - 1480-1485 - [[ბრიუსელი]], ბელგია;
* [[უკანასკნელი სამსჯავრო]] - 1486 წლის შემდეგ - ბროუგე, ბელგია;
* [[ძე შეცდომილი]] - 1503 - [[როტერდამი]], [[ნიდერლანდინიდერლანდები]];
* [[ქორწილი ქანანში]] - 1500 - ასლი - როტერდამი, ნიდერლანდი;
* [[წმინდა ქრისტეფორე]] - 1505 - როტერდამი, ნიდერლანდი;