ნიდერლანდების ეროვნული საფეხბურთო ნაკრები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 61:
 
=== ევროპის ჩემპიონები ===
[[ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 1988|ევრო 88–ის]] წინ რინუს მიხელსი დაუბრუნდა გუნდს. ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში [[საბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|საბჭოთა კავშირი]] 2-0 დაამარცხეს. მეორე ტაიმში [[მარკო ვან ბასტენი]]ს მიერ გატანილი გოლი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ლამაზ გოლად ითვლება.<ref>[http://www.uefa.com/60-years/videoid=2114834.html Uefa.com]</ref> ჰოლანდიელებმა ვან ბასტენის ჰეთ–თრიკის წყალობით 3:1 დაამარცხეს [[ინგლისის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|ინგლისის ნაკრები]], შემდეგ მოუგო [[ირლანდიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|ირლანდიას]] (1:0) და გავიდა ნახევარფინალში, სადაც ტურნირის მასპინძელ [[გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|გერმანიას]] გადაეყარა. ეს მატჩი იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ ჰოლანდიელებს შანსი ჰქონდათ [[1974]] წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში განმცდილი მარცხისთვის გერმანელებზე შური ეძიათ. გამარჯვების გოლი [[მარკო ვან ბასტენი|მარკო ვან ბასტენმა]] გაიტანა 89–ე წუთზე. მატჩის შემდგომ [[რონალდ კუმანი|რონალდ კუმანმა]] გერმანელი ფანების თვალწინ გერმანელი [[ოლაფ ტონი]]ს მასური უკანალზე ისე ამოისვა, თითქოს ტუალეტის ქაღალდი ყოფილიყოს. მოგვიანებით კუმანმა თავისი საქციელი ინანა. ჰოლანდიელებმა საფინალო მატჩი საბჭოთა კავშირთან [[რუუდ გულიტი]]ს თავურით და [[მარკო ვან ბასტენი]]ს ჰაეროვანი გოლებით დამაჯერებლად მოიგეს. ეს იყო ჰოლანდიის მიერ მოგებული პირველი საერთაშორისო გამარჯვება, რომელმაც თითქმის ათწლიანი უდაბნოში ყოფნის შემდეგ მათ მსოფლიო ფეხბურთის ელიტაში მოუპოვა ადგილი და თითქმის სამი წლის მანძილზე დომინირებდა.
 
მიუხედავად დიდი მოლოდინისა, რომ [[მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1990|1990]] წლის მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებას მიაღწევდნენ, სრული კრახი განიცადეს. მარკო ვან ბასტენმა საერთოდ ვერ გაიტანა გოლი, რადგანაც მცველები ხელს უშლიდნენ მიზნის განხორციელებაში, ხოლო გულიტი კი ვერ იყო სასურველ ფორმაში, რადგანაც ტრავმა ახალი მოშუშებული ჰქონდა. ჰოლანდიელებმა სამი ფრის შემდეგ წარმატებას მიაღწიეს და მე–16 ფინალში გავიდნენ, სადაც ძირძველ მეტოქეს, [[გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|გერმანიას]] დაეჯახნენ. ეს მატჩი გამორჩეული იყო [[ფრანკ რაიკაარდი|ფრანკ რაიკაარდსა]] და [[რუდი ფიოლერი|რუდი ფიოლერს]] შორის მომხდარი ინციდენტით. შეხვედრა ნარინჯისფერებმა 2:1 დათმეს.
 
ამის შემდეგ ჰოლანდიის ეროვნული ნაკრები [[ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 1992|ევრო 92]]–ის ნახევარფინალში გავიდა, სადაც მომავალ ჩემპიონ [[დანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|დანიასთან]] დამარცხდა. ამ ჩემპიონატზე ნარინჯისფერთა რიგებში გამოჩნდა [[დენის ბერგკამპი]]. სკანდინავიელთა მეკარე [[პეტერ შმეიხელი|პეტერ შმეიხელმა]] ვან ბასტენს პენალტი აუღო. ეს იყო ვან-ბასტენის ბოლო საერთაშორისო ტურნირი, რადგანაც ტრავმის შემდეგ მალევე წავიდა ნაკრებიდან.
 
[[მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1994|1994 წლის]] მსოფლიო ჩემპიონატზე ვან ბასტენისა და გაფიცული [[რუდ გულიტი]]ს არყოფნისას ნაკრების ლიდერად იქცა [[დენის ბერგკამპი]], რომელმაც ტურნირზე სამი გოლი გაიტანა, ნიდერლანდები კი მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მომავალ ჩემპიონ [[ბრაზილიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|ბრაზილიასთან]] დამარცხდა 3-2.