ნიდერლანდების ეროვნული საფეხბურთო ნაკრები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 58:
[[მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1978|1978 წლის მუნდიალზე]] ნიდერლანდები ისევ გავიდა ფინალში და ამჯერადაც მასპინძელს, [[არგენტინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|არგენტინის ნაკრებს]] შეხვდა. ნიდერლანდებს ჩემპიონატზე აკლდნენ [[იოჰან კრუიფი]], [[ვილჰემ ვან ჰანეგემი]] და [[იან ვან ბევერენი]], რომლებმაც უარი თქვეს მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობაზე. ჯგუფური ეტაპი გუნდმა არცთუისე შთამბეჭდავად ჩაატარა, რადგანაც შოტლანდიასთან წაგების და პერუსთან ფრის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა. მეორე ჯგუფურ ეტაპზე ნიდერლანდებმა ფრე დაამთავრა გერმანიასთან [[არი ჰაანი]]ს შორეული დარტყმის წყალობით, შემდეგ კი დაჯაბნა ავსტრია ანგარიშით 5-1, [[რობ რენსენბრინკი]]ს 1 გოლის და 3 საგოლე გადაცემის წყალობით. ხოლო იტალიასთან გადამწყვეტი გოლი ისევ [[არი ჰაანი]]ს შორეული დარტყმის შედეგად გავიდა. [[მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1978: ფინალი|ფინალი]] ნიდერლანდებმა კარგად დაიწყო, მაგრამ პირველ ტაიმში არგენტინა დაწინაურდა [[მარიო კემპესი]]ს გოლით. [[დიკ ნანინგა]]ს გოლით ნიდერლანდებმა მატჩის დასრულებამდე რვა წუთით ადრე გაათანაბრა და მატჩის მიწურულს მოგების შანსიც ჰქონდა, მაგრამ [[რობ რენსენბრინკი]]ს დარტყმა ძელს მოხვდა. [[დამატებითი დრო|დამატებით დროში]] კემპესისა და [[დანიელ ბერტონი]]ს გოლებით არგენტინამ გაიმარჯვა.
 
[[ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 1980|ევრო 80]] იყო ტოტალური ფეხბურთელებისთვის ბოლო ტურნირი, მაგრამ მათ ვერ შეძლეს ჯგუფიდან გასვლა, მიუხედავად იმისა რომ გათამაშების ფორმატი გაფართოებული იყო. ამ ტურნირის შემდეგ ნაკრებიდან წავიდნენ ვეტერანები [[რობ რენსენბრიკნი]] და კროლი და ჰოლანდიის ნაკრებმა გამოტოვა [[მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1982|1982]] და [[მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1986|1986]] წლების მსოფლიო ჩემპიონატები და [[ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 1984|1984]] წლის ევროპის ჩემპიონატი]].
 
=== ევროპის ჩემპიონები ===