პეტრე ჩაადაევი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
{{ინფოდაფა მწერალი}}
[[ფაილი:Chaadaev portrait.jpeg|200პქ|მინი|მარჯვნივ|პორტრეტი]]
'''პეტრე იაკობის ძე ჩაადაევი''' ({{Lang-ru|Пётр Я́ковлевич Чаада́ев}}; დ. {{Oldstyle|7|ივნისი|1794|27|მაისი}}, [[მოსკოვი]] — გ. {{Oldstyle|26|აპრილი|1856|14|აპრილი}}, მოსკოვი) — [[რუსები|რუსი]] მოაზროვნე და პუბლიცისტი. სწავლობდა [[მოსკოვის უნივერსიტეტი|მოსკოვის უნივერსიტეტში]], მონაწილეობდა [[1812]] წლის სამამულო ომში და საზღვარგარეთის ლაშქრობებში ([[1813]]-[[1814]]). პეტრე ჩაადაევი „კეთილდღეობის კავშირის“ წევრი იყო. [[1823]]-[[1826]] წლებში მოგზაურობდა საზღვარგარეთ, სადაც გაეცნო [[თომას შელინგი|თომას შელინგისა]] და თ. ლამენეს [[რელიგია|რელიგიურ]]-[[ფილოსოფია|ფილოსოფიურ]] იდეებს. [[1829]]-[[1831]] წლებში შექმნა თავისი მთავარი ნაწარმოები „წერილები ისტორიის ფილოსოფიის შესახებ“ ([[ფრანგული ენა|ფრანგულ ენაზე]]), რომელიც ცნობილია „ფილოსოფიური წერილების“ სახელწოდებით. ჟურნალ „ტელესკოპში“ დაბეჭდილ პირველ წერილში გამოთქმულმა გულისწყრომამ „ადამიანთა მოდგმის მსოფლიო აღზრდისაგან“ [[რუსეთის იმპერია|რუსეთის]] განზე გადგომის, ეროვნული თვითკმაყოფილების და სულიერი მოდუნების გამო, რაც აფერხებს მისთვის ზეციდან წინასწარდასახული ისტორიული მისიის შეგნებასა და აღსრულებას, ხელისუფლების მკვეთრი უკმაყოფილება გამოიწვია და მეფის ბრძანებით პეტრე ჩაადაევი შეშლილად გამოაცხადეს.