ჩეჩნეთი: განსხვავება გადახედვებს შორის

(მომხმარებლის 188.169.39.207 ცვლილებების გაუქმება (№3409330))
რუსეთ-ჩეჩნეთის მუდმივი ურთიერთობის დაწყება 1567 წელს მიეკუთვნება, როდესაც [[სუნჯა (მდინარე)|სუნჯა]]-[[თერგი]]ს შესართავთან პირველი რუსული ციხე-სიმაგრე გაჩნდა. ეს კავშირი მაღალ სახელმწიფოებრივ დონეზე 1588 წელს ავიდა, როდესაც მოსკოვს პირველი ჩაჩნური ელჩობა ეწვია ბატა-მურზა ოკოცელის მეთაურობით. ფორმალურად ვიზიტი დასრულდა ჩეჩნეთის ერთ-ერთი ფეოდალურ სამფლობელოსა და მოსკოვის მთავარს შორის ვასალური ურთიერთობების გაფორმებით.
 
ჩეჩნეთის დიდი ნაწილი რუსეთის შემადგენლობაში XIX საუკუნეში შევიდა. 1860 წელს იმპერატორ ალექსანდრე II-ის ბრძანებით ჩრდილოეთ კავკასიის აღმოსავლეთ ნაწილში [[თერგის ოლქი]] შეიმნა, რომლის შემადგენლობაშიც ჩეჩნეთის, იჩქერიის, ინგუშეთისა და მთის ოლქები შევიდა.
 
საბჭოთა წყობის დამყარების შემდეგ, 1920 წლის მარტში თერგის ოლქი გაუქმდა და ჩეჩნეთის (იჩქერიულთან გაერთიანებული) და ინგუშეთის (მთიანთან გაერთიანებული) ოლქები დამოუკიდებელ ტერიტორიულ წარმონაქმნებად გადაკეთდა.