ურიელ აკოსტა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 4:
აკოსტას დაბადების სახელი იყო გაბრიელ და კოსტა. დაიბადა [[პორტო]]ში. მისი ოჯახი [[იუდაიზმი]]დან [[კათოლიციზმი|კათოლიკობაზე]] მოექცა ებრაელთა დევნის თავიდან ასაცილებლად. მამამისი ღრმად მორწმუნე კათოლიკე გახდა და მღვდლად მსახურობდა. თავად ურიელ აკოსტაც თავდაპირველად სამღვდელოებას მისდევდა. თუმცა მან იცოდა საკუთარი ებრაული წარმომავლობის შესახებ და სტუდენტობის პერიოდში იუდაიზმზე დაბრუნებას ფიქრობდა. მამის გარდაცვალების შემდეგ, მან ფრთხილად დაიწყო მისი მიზნის ოჯახისთვის განდობა. შედეგად, [[1617]] წელს მთელმა ოჯახმა იუდაიზმზე მოქცევა გადაწყვიტა და [[პორტუგალია|პორტუგალიიდან]] [[ამსტერდამი|ამსტერდამში]] გადაიხვეწა, რომელიც იმხანად სეფარდული დიასპორის ცენტრი ხდებოდა.
 
თუმცა [[ნიდერლანდინიდერლანდები|ნიდერლანდშინიდერლანდებში]] ჩასვლისთანავე აკოსტას გული აუცრუვდა იქ გავრცელებული იუდაიზმის პრაქტიკაზე. მისი აზრით, [[რაბინი|რაბინთა]] მმართველობა ზედმიწევნით იყო ჩაფლული რიტუალიზმში და კანონების მიმდევრობაში. [[1624]] წელს გამოქვეყნებულ წიგნში "ფარისეველთა ტრადიციების კვლევა", მან სულის უკვდავობის ფუნდამენტური იდეა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. აკოსტას რწმენით, ეს იდეა ბიბლიურ იუდაიზმში არ იყო ხაზგასმული, არამედ უფრო რაბინების ფორმულირებას ჰგავდა. ამ ნაშრომში ასევე მითითებული იყო რაბინისტული იუდაიზმის ბიბლიური იუდაიზმიდან გადახრები. მისი აზრით, რაბინისტული იუდაიზმი მექანიკური ცერემონიებისა და პრაქტიკის ნაკრები იყო და სულიერი და ფილოსოფიური კონცეფციები სრულიად გამოსცლოდა.
 
ამ წიგნმა საზოგადოებაში დიდი წინააღმდეგობა გამოიწვია. ის სახალხოდ დაწვეს. აკოსტა [[ამსტერდამი]]ს რაბინისტული მმართველობის სხდომაზე დაიბარეს [[იუდაიზმი]]სა და [[ქრისტიანობა|ქრისტიანობის]] მკრეხელობისთვის განსასჯელად. მას მნიშვნელოვანი ჯარიმა დაეწესა იუდაიზმიდან განდევნასთან ერთად.
 
==რესურსები ინტერნეტში==
* [http://www.saudades.org/uriel.html ურიელ აკოსტას ტრაგიკული ცხოვრება]
 
{{ესკიზი-ბიოგრაფია}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ურიელ_აკოსტა“-დან