ბედი ქართლისა (ჟურნალი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დაემატა/გასწორდა თარგი
No edit summary
ხაზი 1:
{{კურსივისახელი}}
'''„ბედი ქართლისა“''', '''„რევიუ დე კარტველოლოჟი“''' („Bedi Kartlisa. Revue de Kartvélologie“) — [[ქართველოლოგია|ქართველოლოგიური]] სამეცნიერო [[ჟურნალი]]. დაარსდა [[1948]] წელს [[პარიზი|პარიზში]]. [[1958]] წლამდე გამოდიოდა [[ქართული ენა|ქართულ ენაზე]]. ამ წლიდან სტატიები იბეჭდებოდა ფრანგულ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე. ყოველწლიურად გამოდიოდა ჟურნალის ერთი ან ორი გაერთიანებული ტომი ([[1983]] წელს გამოვიდა ბოლო, - 41-ე ტომი). [[1985]] წლიდან განახლდა ჟურნალის გამოცემა ახალი სახელწოდებით (''„Revue des Études Géorgiennes et Caucasiennes“''). მისი რედაქტორი იყო აკადემიკოსი [[ჟორჟ დიუმეზილი|ჟ. დიუმეზილი]]. ამჟამად მას სათავეში უდგას ჩვენი თანამემამულე, სორბონის უნივერსიტეტის პროფესორი [[გიორგი შარაშიძე|გ. შარაშიძე]].
 
ჟურნალი გამოდიოდა [[საფრანგეთის სამეცნიერო კვლევის ეროვნული ცენტრი]]ს დახმარებით. „ბედი ქართლისამ“ თავის გარშემო შემოიკრიბა უცხოეთში მოღვაწე ქართველოლოგები; „ბედი ქართლისაში“ იბეჭდებოდა აგრეთვე ქართველი, აზერბაიჯანელი და ჩრდილოეთკავკასიელი საბჭოთა მეცნიერების სტატიები. ჟურნალი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა უცხოეთში ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში. დამაარსებელი ნ. სალია (ქურციკაშვილი), დირექტორ-რედაქტორი - პროფ. [[სალია, კალისტრატ|კ. სალია]], მდივანი - გ. გოგოლაშვილი. ჟურნალის სამეცნიერო საბჭოში, რომლის თავმჯდომარე იყო კ. სალია, შედიოდნენ: [[ასფალგი,იულიუს იულიუს|ი. ასფალგი]] ([[მიუნხენი]]), [[დიუმეზილ,ჟორჟ ჟორჟ|ჟ. დიუმეზილი]] ([[პარიზი]]), [[ლაფონი,რენე რენე|რ. ლაფონი]] ([[ბორდო]]), [[ლენგი,დეივიდ დეივიდ|დ. ლენგი]] ([[ლონდონი]]), [[მელიქოვი,ირენე ირენე|ი. მელიქოვი]] ([[სტრასბურგი]]), [[მერსიე,შარლ შარლ|შ. მერსიე]] (პარიზი), [[მოლიტორი,იოზეფ იოზეფ|ი. მოლიტორი]] ([[ბამბერგი]]), [[უტიე,ბერნარ ბერნარ|ბ. უტიე]] ([[საბლე-სიურ-სართი]]), [[პარი, კატრინ|კ. პარი]] (პარიზი), [[პეჩი, გერტრუდ|გ. პეჩი]] ([[იენა]]), [[შმიდტი, კარლ ჰორსტ|კ. ჰ. შმიდტი]] ([[ბონი]]), [[ესბროკი, მიხაელ ვან|მ. ვან ესბროკი]] ([[ბრიუსელი]]), [[ფოგტი, ჰანს|ჰ. ფოგტი]] ([[ოსლო]]), [[წერეთელი, მიხეილ|მ. წერეთელი]] (მიუნხენი).
 
1985 წელს ჟურნალის გამოცემა განახლდა ახალი ფორმატითა და სახელწოდებით.