თამარ გომართელი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{მმ*|გომართელი}} '''თამარ კაპიტონის ასული გომართელი''' (31. XII. 1915, სოფ...
(განსხვავება არ არის)

16:46, 29 დეკემბერი 2017-ის ვერსია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გომართელი.

თამარ კაპიტონის ასული გომართელი (31. XII. 1915, სოფ. სუფსა, ახლანდ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, – 28. II. 1999, თბილისი) — ჟურნალისტი, თეატრმცოდნე.

ბიოგრაფია

1950 წელს დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1958 წლიდან მუშაობდა ჟურნალ „საბჭოთა ხელოვნებაში“ ლიტ. მუშაკად, 1960-1980 კი — სახ. თეატრების განყოფილების გამგედ. გამოიკვლია ქართული სახელმწიფო თეატრების ისტორია, XIX-XX საუკუნეების მიჯნის აშუღთა და მუშა-პოეტების ცხოვრებისა და შემოქმედების საკითხები, პროფესორ-მასწავლებელ ქალთა წვლილი თსუ-ის სამეცნიერო ცხოვრებაში და სხვა ქართულ ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზე სისტემატურად ბეჭდავდა სტატიაპორტრეტებს გამოჩენილ ქართველ მოღვაწეებზე. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები. არის კოტე მარჯანიშვილისა (1977) და საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის (1997) პრემიების ლაურეატი, დაჯილდოებულია ღირსების ორდენითა (1996) და ი. ჯავახიშვილის მედლით. მიღებული აქვს ჟურნალისტური კონკურსების დიპლომები და პრიზები.

ლიტერატურა