კომუნისტი (გაზეთი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{კურსივისახელი}}
[[ფაილი:Komunisti.jpg|160პქ|მინი|გაზეთი კომუნისტი]]
'''„კომუნისტი“''', ყოველდღიური [[გაზეთი]], [[საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტი|საქართველოს კპ ცკ-ის]], [[საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭო]]სა და [[საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო|მინისტრთა საბჭოს]] ორგანო. პირველი ნომერი გამოვიდა [[1920]] წლის 3 ივნისს [[თბილისი|თბილისში]] როგორც საქართველოს კპ ცენტრალური და თბილისის კომიტეტების ორგანო. 10 ნომრის გამოცემის შემდეგ გაზეთი დაიხურა თბილისის გენერალ-გუბერნატორის განკარგულებით. დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მთავრობის დროს გაზეთი გამოდიოდა „საქართველოს კომუნისტის“ (21 ნომერი) სახელწოდებით. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ 1921 წლის 2 მარტიდან კვლავ „კომუნისტის“ სახელწოდებით გამოდიოდა.
 
„კომუნისტი“ ასახავდა საქართველოს სსრ ისტორიის ყველა მნიშვნელოვან პერიოდს, იბრძოდა [[სკკპ]]-სა და საჭოთა მთავრობის გადაწყვეტილებათა შესასრულებლად. აშუქებდა პოლიტიკის, ეკონომიკის, მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, ლიტერატურის, ხელოვნების, განათლებისა და სხვა საკითხებს. გაზეთს ჰქონდა დამატებები - ჟურნალები „ჩირაღდანი“ (1923-19251923–1925), „მეცნიერება და ტექნიკა“ (1925-19261925–1926), „დროშა“ (1929-19341929–1934), გაზეთი „სოფლის მეურნეობა“ (1958). სხვადასხვა დროს „კომუნისტის“ რედაქტორები იყვნენ ი. (მამია) ორახელაშვილი, ფ. მახარაძე, ა. ქურიძე (ს. ეული), ვ. სუხიშვილი, ა. თუმანოვი, ვ. ბახტაძე, გ. მუშიშვილი (გ. ხოფერია), ნ. კიკნაძე, დ. მჭედლიშვილი, გ. ბედინეიშვილი. 1950 წელს დაარსების 30 წლისთავთან დაკავშირებით „კომუნისტი“ დაჯილდოვდა [[შრომის წითელი დროშის ორდენი]]თ. ტირაჟი 700 ათ. ცალი (1980). გაზეთმა თავისი არსებობა შეწყვიტა ...
 
==ლიტერატურა==
* ''{{ქსე|5|1980|მჭედლიშვილი დ.,'' ქსე, ტ. 5, გვ. 1980}}
 
[[კატეგორია:ქართულენოვანი გაზეთები]]