შალვა ელიავა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 2:
 
==ბიორგაფია==
1904 წლიდან იყო [[რსდმპ]] წევრი. 1917 წლის მარტიდან დეკემბრამდე იყო [[ვოლოგდის გუბერნია |ვოლოგდის გუბერნიის]] მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს პირველი თავმჯდომარე. 1918 წლის იანვარ-არილში იყო ამავე გუბერნიის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე. 1919 წლის 10 აორილიდან 11 აგვისტომდე იყო ბოლშევიკთა აღმოსავლეთ ფრონტის სამხრეთ დაჯგუფების სამხედრო რევოლუციური საბჭოს წევრი, შემდეგ კი [[საბჭოთა კავშირი]]ს სამხედრო საბჭოს წევრი. 1919 წლის 8 ოქტომბრიდან 1922 წლის 30 აგვისტომდე იყო მოსკოვის მთავრობის მიერ შექმნილი [[თურქესტანი]]ს უმაღლესი მმართველობითი ორგანოს, თურქკომისიის თავმჯდომარე. საბჭოთა რუსეთის სახელით მონაწილეობდა [[მუსტაფა ქემალ ათათურქი]]ს მოძრაობასთან მოლაპარაკებებში. [[რუსეთ-საქართველოს ომი (1921)|საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის]] დროს მივლინებული იყო მე-11 წითელი არმიის წევრად და ნაჩქარევად შექმნილი [[საქართველოს რევოლუციური კომიტეტისკომიტეტი]]ს თავმჯდომარის მოადგილედ. რამდენადაც რევკომის თავმჯდომარე [[ფილიპე მახარაძე]] საქართველოში არ იმყოფებოდა, ელიავა ფაქტობრივად ასრულებდა თავმჯდომარის მოვალეობებს. საქართველოს ოკუპაციის შემდეგ იყო [[საქართველოს სსრ]]-ს სამხედრო და საზღვაო საქმეთა სახალხო კომისარი, ხოლო 1922-23 წლებში იგივე თანამდებობა ეკავა [[ამიერკავკასიის სფსრ]]-ში. 1923-27 წლებში იყო საქართველოს სსრ-ს სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე. 1931-36 წლებში იყო საბჭოთა კავშირის საგარეო ვაჭრობის სახალხო კომისრის მოადგილე, ხოლო 1936-37 წლებში — მსუბუქი მრეწველობის სახალხო კომისრის მოადგილე. 1937 წელს დააპატიმრეს და დახვრიტეს ანტისაბჭოთა შეთქმულებაში მონაწილეობის ბრალდებით.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/შალვა_ელიავა“-დან