პოლიტიკური რეპრესიები საბჭოთა კავშირში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 45:
იოსებ სტალინმა და მისმა თანამოაზრეებმა გადაწყვიტეს, პოლიტიკური სისტემის შენარჩუნების მიზნით, დაეწყოთ დიდი პოლიტიკური რეპრესიები. პოლიტიკურ რეპრესიებს საქართველოში დიდი გულმოდგინებით ატარებდა ლავრენტი ბერია, რომელიც ჯერ ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკას, ხოლო შემდგომ საქართველოს კომუნისტურ ორგანიზაციას ედგა სათავეში და ფაქტობრივად ერთპიროვნულად წყვეტდა ყველა საკითხს.
 
30-იანი წლების რეპრესიები შეეხო ყველა კლასს და სოციალურ ფენას, მაგრამ განსაკუთრებით დაზარალდა ინტელიგენცია. რეპრესიის მსხვერპლი გახდნენ გამოჩენილი მწერალი : მიხეილ ჯავახიშვილი, ცნობილი დირიჟორი ევგენი მიქელაძე, ლიტერატურათმცოდნე ვახტანგ კოტეტიშვილი, სახელგანთქმული პოეტები პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე და სხვები. ქართული კულტურის მოღვაწეთა დიდმა ნაწილმა მრავალი წელი გადასახლებებში და ციხეებში გაატარა . პოლიტიკური რეპრესიები უმკაცრესად შეეხო ქართველ ბოლშევიკებსაც, სიკვდილით იქნა დასჯილი: მიხეილ კახიანი, [[მამია ორახელაშვილი]], ლევან ღოღობერიძე, [[ბუდუ მდივანი]], მიხეილ ოკუჯავა, სამსონ მამულია და სხვები.
 
===გენოციდი, ეთნიკური წმენდა და ერების გადასახლება===