აბუ ჰანიფა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ალ-ნუმან იბნ თაბიტ აბუ ჰანიფა''' (დ. 699 — გ. 767) — მუსლიმანური სამა...
 
No edit summary
ხაზი 1:
{{ინფოდაფა მეცნიერი}}
'''ალ-ნუმან იბნ თაბიტ აბუ ჰანიფა''' (დ. 699 — გ. 767) — მუსლიმანური სამართლის მეცნიერი და ღვთისმეტყველი, ჰანიფიტების სკოლის მამამთავარი. თვით აბუ ჰანიფას არ დაუწერია რაიმე შრომა მუსლიმანური სამართლის დარგში,. თავის შეხედულებებს იგი გადასცემდა მოწაფეებს, რომელთა შრომებშიც შემონახულია ცნობები აბუ ჰანიფას მოძღვრების შესახებ. აბუ ჰანიფა მუსულმანური იურიდიული დოგმების თეორეტიკოსი და სისტემატიზატორია. იგი ნაკლებ ანგარიშს უწევდა სასამართლო პრაქტიკას, რადგან არ იყო ყადი. აბუ ჰანიფა ითვლება მუსულმანური დოგმატიკური თეოლოგიის იმ ყველაზე გავრცელებული ტრადიციის მამამთავრად, რომელიც უმთავრესად ემყარება მუსლიმთა ჯამაათისა და მისი ერთიანობის იდეას, სუნისა და ზომიერების მიმდევარ მორწმუნეთა უმრავლესობის თანხმობის პრინციპს და იყენებს უფრო მეტად რელიგიურ-კანონიკურ, ვიდრე რაციონალურ საბუთებს.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აბუ_ჰანიფა“-დან