ვიაჩესლავ მოლოტოვი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
შეიცვალა ვიკისაწყობის სურათით
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Vyacheslav Molotov Anefo.jpg|thumb|right|200px|ვიაჩესლავ მოლოტოვი]]
 
'''ვიაჩესლავ მიხაილოვიჩმიხეილის ძე მოლოტოვი''' ({{lang-ru|Вячеслав Михайлович Молотов}}, ნამდვილი გვარი: სკრიაბინი, {{lang-ru|Скрябин}}) (დ. [[25 თებერვალი]]/[[9 მარტი]] [[1890]], [[კუკარკა]], [[ვიატკა|ვიატკას გუბერნია]] (''დღ.'' [[კიროვის ოლქი]]), [[რუსეთის იმპერია]] — გ. [[8 ნოემბერი]] [[1986]], [[მოსკოვი]]) — [[სსრკ|საბჭოთა კავშირის]] მთავრობის მეთაური და საგარეო საქმეთა მინისტრი. [[1939]] წლის [[23 აგვისტო]]ს ხელი მოაწერა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ საზავო ხელშეკრულებას, [[მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი|მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტს]].
 
{{ესკიზი-==ბიოგრაფია}}==
1902 წლიდან სწავლობდა ყაზანის რეალურ სასწავლებელში. აქვე ეცნობა [[მარქსიზმი]]ს იდეოლოგიას. 1906 წლიდან ხდება [[რსდმპ]] წევრი და სასწავლებლის არალეგალური რევოლუციური ორგანიზაციის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი. 1909 წელს აპატიმრებენ და ასახლებენ [[ვოლოგდა]]ში. 1911 წელს ათავისუფლებენ. იმავე წელს სასწავლებლად შედის სანქტ-პეტერბურგის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. 1912-13 წლები მუშაობდა გაზეთ „პრავდის“ რედაქციაში მდივნად. 1915 წელს ისევ აპატიმრებენ და ასახლებენ [[ირკუტსკის გუბერნია]]ში, საიდანაც გაიქცა 1916 წელს. იმავე წელს ხდება რსდმპ ცეკა-ს რუსეთის ბიუროს წევრი. [[პირველი მსოფლიო ომი]]ს დროს ყველანაირად არიდებდა თავს სამხედრო სამსახურს. 1915 წელს იღებს პარტიულ მეტსახელს Молотов-ს.
 
[[ოქტომბრის რევოლუცია|ოქტომბრის რევოლუციის]] შემდეგ ინიშნება სახალხო მეურნეობის ჩრდილოეთის ოლქის საბჭოს თავმჯდომარედ. 1919 წლიდან მუშაობდა რკპ(ბ) ცეკა-ს რწმუნებულად ვოლგისპირეთში. 1920 წლის სექტემბრიდან მუშაობდა რკპ(ბ) დონეცკის საგუბერნიო კომიტეტის მდივნად. 1920 წლის ნოემბრიდან 1921 წლის მარტამდე იყო [[უკრაინა|უკრაინის]] კომპარტიის ცეკა-ს მდივანი. 1921 წლის მარტიდან 1930 წლის 31 დეკემბრამდე საკავშირო კომუნისტური პარტიის ცეკა-ს მდივანია. 1921-27 წლებში ცეკა-ს პრეზიდიუმის წევრობის კანდიდატია, ხოლო 1929-31 წლებში წევრი. 1928-29 წლებში იყო [[მოსკოვი]]ს ქალაქკომის პირველი მდივანი. 1930 წლის 19 დეკემბრიდან სსრკ-ს სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე. 1937-38 წლებში იყო [[დიდი წმენდა|მასობრივი რეპრესიების]] ერთ-ერთი აქტიური მონაწილე და დასახვრეტთა სიების შემდგენი. 1939 წლის 3 მაისიდან სსრკ-ს საგარეო საქმეთა კომისარი. 1946 წლის 19 მარტიდან სსრკ-ს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილეა. 1949 წელს მოხსნილ იქნა ყველა თანამდებობიდან, მისი ოჯახი რეპრესირებულ იქნა, თუმცა თავად არ დაუპატიმრებიათ. [[სტალინი]]ს სიკვდილის შემდეგ, 1953 წლიდან კვლავ ინიშნება საგარეო საქმეთა მინისტრად. 1957 წელს ინიშნება სსრკ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად [[მონღოლეთი]]ს რესპუბლიკაში. 1963 წელს გადის პენსიაში. მიუხედავად იმისა, რომ სიცოცხლის განმავლობაში შვიდჯერ ჰქონდა გადატანილი [[მიოკარდიუმის ინფარქტი]], იცოცხლა ღრმა მოხუცებულობამდე და გარდაიცვალა 96 წლის ასაკში.
 
==რესურსები ინტერნეტში==
{{wikiquote|Vyacheslav Molotov}}
{{Commons|Вячеслав Михайлович Молотов}}
* {{Internet Archive author |sname=Vyacheslav Molotov}}
* [http://alsos.wlu.edu/qsearch.aspx?browse=people/Molotov,+Vyacheslav Annotated bibliography for Vyacheslav Molotov from the Alsos Digital Library for Nuclear Issues]
*[https://archive.org/details/TheMeaningOfTheSoviet-germanNon-aggressionPact ''The Meaning of the Soviet-German Non-Aggression Pact'' Molotov speech to the Supreme Soviet on 31 August 1939]
* [http://historicalresources.org/2008/08/26/molotov-reaction-to-german-invasion-of-1941/ Reaction to German Invasion of 22 June 1941]
 
{{ესკიზი-ბიოგრაფია}}
 
{{DEFAULTSORT:მოლოტოვი, ვიაჩესლავ}}
[[კატეგორია:სსრკ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეები]]
[[კატეგორია:სსრკ-ის პოლიტიკოსებიბოლშევიკები]]
[[კატეგორია:რუსი დიპლომატები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1890]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1986]]