თურქეთის ომი დამოუკიდებლობისთვის: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 24:
 
==ომი==
1919 წლის 15 მაისს ბერძნებმა ანატოლიაში გადასხეს დესანტი და ქალაქი სმირნა დაიკავეს. ამავე დღეს გენერალმა მუსტაფა ქემალმა 20 კაციანი ჯგუფით დატოვა [[სტამბოლი]] და გაემგზავრა ანატოლიაში მე-3 არმიის სამხედრო ინსპექტორის რანგში, რა თანამდებობაზეც მანამდე იყო დანიშნული. ბერძნების მიერ სმირნის აღება თურქებმა აღიქვეს, როგორც ანატოლიის სრული ოკუპაციის პრელუდია. სმირნის აღებას თან სდევდა ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობის დარბევები. იგივე სურათი შეიქმნა [[კილიკია]]ში, სადაც ფრანგული უცხოური ლეგიონის სომხურმა ქვედანაყოფებმა და ადგილობრივმა სომხურმა რაზმებმა მუსლიმ მოსახლეობასთან სისხლიანი ანგარიშსწორება დაიწყეს.
 
საომარი მოქმედებების დაწყებამდე ბერძნული არმია ორ ჯგუფად გაიყო. სამხრეთის ჯგუფი 7 დივიზიითა და საკავალერიო ბრიგადის შემადგენლობით (32 000 ხიშტი და 1000 ხმალი) უშაკის მახლობლად რკინიგზის ხაზთან იყო დისლოცირებული. ჩრდილოეთის ჯგუფი 4 დივიზიის შემადგენლობით (18 000 ხიშტი) [[ბურსა]]სთან იყო თავმოყრილი. არმიებს შორის არსებული ორმოცმილიანი შუალედი დაფარული იყო სამხედრო საგუშაგოებით მარმარილოს ზღვის სანაპიროდან სამხრეთისკენ. თურქული არმიაც ორ ჯგუფად იყო გაყოფილი. ჩრდილოეთის ჯგუფი, ექვსი ქვეითი და სამი საკავალერიო დივიზიის შემადგენლობით (23 000 ხიშტი) კონცენტრირებული იყო რკინიგზის სადგურ [[ესკიშეჰირი|ესკიშეჰირსა]] და მარმარილოს ზღვას შორის. ბერძნული გეგმის მიხედვით სმირნაში განლაგებული ხუთი დივიზიიდან ორი უნდა დაძრულიყო ჩრდილოეთით და [[იზმითის ნახევარკუნძული]]დან გაედევნა თურქები. მარშალი ფოში ეჭვობდა, რომ ეს რთულად განუხორციელებელი ამოცანა საბოლოოდ წარუმატებელი იქნებოდა, მაგრამ ლოიდ-ჯორჯმა მხარი დაუჭირა ამ გეგმას და 22 ივნისს ბერძნულმა არმიამ შეტევა დაიწყო. თავდაპირველად შეტევა წარმატებული იყო, ბერძნული კოლონები წინ მიიწევდნენ, ხოლო თურქები ანატოლიის სიღრმეში უჩინარდებოდნენ. ივლისის დასაწყისში ბერძნებმა [[ბურსა]] აიღეს. იმავე თვეში მეორე ბერძნულმა არმიამ სწრაფად გაიარა [[აღმოსავლეთ თრაკია]], გატეხა თურქების სუსტი წინააღმდეგობა და [[ადრიანოპოლისი]] დაიკავა.
 
1920 წლის 16 მარტს მოკავშირეებმა აიღეს [[სტამბოლი]], განაიარაღეს გარნიზონი, გარეკეს პარლამენტი, მთავრობის წევრები, დააპატიმრეს და მალტაზე გადაასახლეს სამხედრო-პოლიტიკური ელიტის წრმომადგენლები, მათ შორის სულთნის მემკვიდრე, [[რაუფ ორბეი]], [[ყარა ვაზიფი]] და სხვები.
 
1921 წლის გაზაფხულზე თურქებმა [[ისმეთ იუნონუ]]ს სარდლობით და [[ეთჰემ ჩერქეზი]]ს „მწვანე არმიის“ დახმარებით ორჯერ მიაღწიეს ტაქტიკურ წარმატებას ბერძნებთან ბრძოლაში და დაიცვეს ქალაქი ესკიშეჰირი. მიუხედავად ამ მცირე წარუმატებლობისა, ბერძნების არმია ზაფხულში შეტევაზე გადავიდა და მარცხების სერია განაცდევინა ქემალისტების არმიას. ბერძნებმა დაიკავეს დასავლეთ ანატოლიის მნიშვნელოვანი ქალაქები: ესკიშეჰირი, ქუთაია, აფიონ-ყარაისარი. 1921 წლის შემოდგომისთვის საბერძნეთის არმია [[ანკარა]დან 224 კმ-ზე იმყოფებოდა. ამავე დროს მათ ტყვედ იგდეს 4500 თურქი, ხელთ იგდეს ათეულობით საარტილერიო დანადგარი და დიდი საბრძოლო ალაფი.
 
== ლიტერატურა ==