თურქეთის ომი დამოუკიდებლობისთვის: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 24:
 
==ომი==
1919 წლის 15 მაისს ბერძნებმა ანატოლიაში გადასხეს დესანტი და ქალაქი სმირნა დაიკავეს. ამავე დღეს გენერალმა მუსტაფა ქემალმა 20 კაციანი ჯგუფით დატოვა [[სტამბოლი]] და გაემგზავრა ანატოლიაში მე-3 არმიის სამხედრო ინსპექტორის რანგში, რა თანამდებობაზეც მანამდე იყო დანიშნული. ბერძნების მიერ სმირნის აღება თურქებმა აღიქვეს, როგორც ანატოლიის სრული ოკუპაციის პრელუდია. სმირნის აღებას თან სდევდა ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობის დარბევები. იგივე სურათი შეიქმნა [[ქილიკიაკილიკია]]ში, სადაც ფრანგული უცხოური ლეგიონის სომხურმა ქვედანაყოფებმა და ადგილობრივმა სომხურმა რაზმებმა მუსლიმ მოსახლეობასთან სისხლიანი ანგარიშსწორება დაიწყეს.
 
საომარი მოქმედებების დაწყებამდე ბერძნული არმია ორ ჯგუფად გაიყო. სამხრეთის ჯგუფი 7 დივიზიითა და საკავალერიო ბრიგადის შემადგენლობით (32 000 ხიშტი და 1000 ხმალი) უშაკის მახლობლად რკინიგზის ხაზთან იყო დისლოცირებული. ჩრდილოეთის ჯგუფი 4 დივიზიის შემადგენლობით (18 000 ხიშტი) [[ბურსა]]სთან იყო თავმოყრილი. არმიებს შორის არსებული ორმოცმილიანი შუალედი დაფარული იყო სამხედრო საგუშაგოებით მარმარილოს ზღვის სანაპიროდან სამხრეთისკენ. თურქული არმიაც ორ ჯგუფად იყო გაყოფილი. ჩრდილოეთის ჯგუფი, ექვსი ქვეითი და სამი საკავალერიო დივიზიის შემადგენლობით (23 000 ხიშტი) კონცენტრირებული იყო რკინიგზის სადგურ [[ესკიშეჰირი|ესკიშეჰირსა]] და მარმარილოს ზღვას შორის. ბერძნული გეგმის მიხედვით სმირნაში განლაგებული ხუთი დივიზიიდან ორი უნდა დაძრულიყო ჩრდილოეთით და [[იზმითის ნახევარკუნძული]]დან გაედევნა თურქები. მარშალი ფოში ეჭვობდა, რომ ეს რთულად განუხორციელებელი ამოცანა საბოლოოდ წარუმატებელი იქნებოდა, მაგრამ ლოიდ-ჯორჯმა მხარი დაუჭირა ამ გეგმას და 22 ივნისს ბერძნულმა არმიამ შეტევა დაიწყო. თავდაპირველად შეტევა წარმატებული იყო, ბერძნული კოლონები წინ მიიწევდნენ, ხოლო თურქები ანატოლიის სიღრმეში უჩინარდებოდნენ. ივლისის დასაწყისში ბერძნებმა [[ბურსა]] აიღეს. იმავე თვეში მეორე ბერძნულმა არმიამ სწრაფად გაიარა [[აღმოსავლეთ თრაკია]], გატეხა თურქების სუსტი წინააღმდეგობა და [[ადრიანოპოლისი]] დაიკავა.