რუსეთი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოლო ტექსტური ცვლილება გაუქმდა და 3373112 ვერსია დაბრუნდება AbandonerBot ვერსიაზე
ხაზი 174:
[[რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკა|რუსეთის სფსრ]]-მ განახორციელა დაპყრობითი ომები და დაიბრუნა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ წართმეული გაკვეული ტერიტორიები. [[1922]] წლის [[30 დეკემბერი|30 დეკემბერს]] შეიქმნა [[საბჭოთა კავშირი]], რუსეთმა განაგრძო მისი იმპერიალური პოლიტიკა და საბოლოოდ სსრკ-ში გაერთიანდა [[საბჭოთა კავშირის რესპუბლიკები|15 რესპუბლიკა]]. ოფიციალურად ყველა რესპუბლიკა სრულუფლებიანი იყო და მათ ნებისმიერ დროს შეეძლოთ დაეტოვებინათ საბჭოთა კავშირი, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო.
 
20-იან წლების დასაწყისში რუსეთის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობა ჯერ კიდევ „ძველი ბოლშევიკების“ ხელში რჩებოდა. მაგრამ პარტიის რიგებში ძალას იკრეფდა ახალი ძალები. [[ვლადიმერ ლენინი|ლენინის]] შემდეგ პარტიას ხელმძღვანელობდა [[ლევ ტროცკი]]. პოლიტბიუროს წევრებს ეშინოდათ ხელისუფლების სათავეში ერთი ძლიერი პიროვნების მოსვლის. [[1924]] წელს ვლადიმერ ლენინის გარდაცვალების შემდეგ [[საბჭოთა კავშირი]]ს ხელმძღვანელი გახდა [[იოსებ სტალინი]], სტალინმა ის ხალხი ჩამოიშორა რომლებმაც ის ხელისუფლებაში მოიყვანეს მათ შორის იყვნენ: [[ლევ კამენევი]], [[ზინოვიევი]], [[ბუხარინი]]. სტალინი გახდა საბჭოთა კავშირის მართველი დიქტატორი. სტალინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქვეყანაში დაიწყო [[დიდი წმენდა]], ტერორი განსაკუთრებით გამძაფრდა [[1934]] წლიდან როდესაც მოკლეს ცნობილი პარტიული ლიდერი [[სერგეი კიროვი]]. მთელს ქვეყანას მოედო შეთქმულების გამომჟღავნების ტალღა. [[1936]]-[[1937]] წლებში განადგურდა, კომუნისტური პარტიის ყოფილი ლიდერები<ref>"[http://www.britannica.com/EBchecked/topic/483936/purge-trials Purge trials (Soviet history)]". Encyclopædia Britannica.</ref>. 1937 წელს რეპრესირებული იქნა [[წითელი არმია|წითელი არმიის]] მეთაურთა თითქმის ნახევარი.
 
რაც შეეხება საბჭოთა კავშირის ეკონომიკას, ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ქვეყანაში დაიწყო [[გეგმიური ეკონომიკა|გეგმიური ეკონომიკის]] გატარება. ქვეყანაში დაიწყო [[ინდუსტრიალიზაცია|ინდუსტრიალიზაციის]] და [[კოლექტივიზაცია|კოლექტივიზაციის]] განხორციელება. კოლექტივიზაცია ძირითადა ძალდატანებით მიმდინარეობდა, ამიტომ მრავალი ადამიანი გაკულაკებული აღმოჩნდა. 1929-1953 წლებში მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი [[გულაგი|გულაგებში]] გადაასახლეს <ref>Getty, Rittersporn, Zemskov. Victims of the Soviet Penal System in the Pre-War Years: A First Approach on the Basis of Archival Evidence. The American Historical Review, Vol. 98, No. 4 Oct., 1993).</ref>. ინდუსტრიალიზაციის და კოლექტივიზაციის წარმატებულად დასრულების შემდეგ, 1929 წელს დაიწყო სახალხო მეურნეობის განვითარების ხუთწლიანი გეგმა. საბჭოთა კავშირი იმ დროის მოწინავე ქვეყნებს სამხედრო ტწქნიკითაც დაეწია.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რუსეთი“-დან