საეკლესიო მუსიკა: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
No edit summary
No edit summary
'''საეკლესიო მუსიკა''' — ქრისტიანული საეკლესიო ღვთისმსახურების თანმხლები მუსიკა. საფუძვლად უდესუდევს რელიგიური ხასიათის ტექსტები:
 
მართლმადიდებლურმა, კათოლიკურმა, პროტესტანტულმა და სხვა ქრისტიანულმა ეკლესიებმა ლიტურგიკის მუზიცირების თავისებური ფორმები შეიმუშავეს. თავის მხრივ მართლმადიდებლური ლიტურგიკაც (იმისდაიმის მიხედვით, თუ რომელ ავტოკეფალიას ექვემდებარება) სხვადასხვაგვარია, მაგ., ანტიოქიური, ბერძნული, სერბული, ბულგარული, ქართული, რუსული და სხვა ცალკეულ ერებში ლიტურგიკამ და მასთან დაკავშირებულმა მუსიკამაც გარკვეული ცვლილებები განიცადა. შუა საუკუნეების საქართვლოში გავრცელებული იყო კანონიკური გალობა, ხოლო XVI-XVIII საუკუნეებიდან შემოიღეს ახალი სახის — [[ჭრელი|ჭრელებზე]] აგებული საგალობო სისტემა. ქართული კანონიკური საგალობლები ძირითადად ბერძნულ სისტემას ემყარებოდა, ხოლო ჭრელების სისტემის საფუძველს კი მრავალხმიანობა და ქართული ხალხური მუსიკა შეადგენდა. მართლმადიდებლურ ეკლესიებში ლიტურგიკის დროს გალობა საკრავის გარეშე სრულდებოდა.
 
კათოლიკური სასულიერო მუსიკის საფუძველი გრიგორიანული ქორალია (ლათინურ ენაზე), რომელიც სრულდებოდა შემდეგი მუსიკალური ფორმებით: [[ორგანუმი]], [[მოტეტი]], [[მადრიგალი]], ფსალმუნები, ჰიმნები, [[მესა]], [[რეკვიემი]], მაგნიფიკატი, [[ტედეუმი]] და სხვა. გალობენ პროფესიონალი მომღრლები საკრავის თანხლების გარეშე (a cappella), ან გუნდი საკრავების ანსამბლთან თუ ორგანთან ერთად.
 
 
ისტორიულად, მულიკალური კულტურის განვითარების გარკვეულ ეტაპზე სასულიერო მუსიკამ დიდი გავლენა მოახდინა პროფესიულ და ხალხურ შემოქმედებაზე. თავის მხრივ ხალხური სიმღერებმაც დიდი როლი შეასრულა სასულიერო მუსიკის ფორმირებაში, ეს განსაკუთრებით ნათლად ჩანს ქართულ სასულირო მუსიკაში.
 
==ლიტერატურა==