ბუდიონური ცხენი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''ბუდიონური ცხენი''', სამამულო ჯიშის საჯდომი [[ცხენი]]. გამოყვანილია 1921-1948 წლებში [[როსტოვის ოლქი]]ს ს. ბუდიონისა და პირველი ცხენოსანი არმიის სახელობის ცხენსაშენებში. ბუდიონურ ცხენში შერწყმულია [[დონური ცხენი|დონური]] და ხალასსისხლიანი საჯდომი ჯიშების საუკეთესო თვისებები. ბუდიონური ცხენი ტანადია, მოხდენილი, ფერად თაფლაა, იშვიათად ქურანა. საშუალო განაზომები ([[სმ]]-ით) ულაყისა: სიმაღლე მინდაოში - 162,2; ტანის ირიბი სიგრძე - 163,5; გულმკერდის ირგვლივ - 186,0; ნების ირგვლივი - 20,5; ფაშატისა შესაბამისად: 161,8; 163,3; 189; 20,0 ულაყის ცოცხლი მასა საშუალოდ 550კგ, ფაშატისა 500 კგ. იყენებენ შესაჯდომად, შესაბმელად (მსუბუქ სამუშაოზე) და საცხენოსნო სპორტში. გამოირჩევა დიდი შრომისუნარიანობითა და ამტანობით. დოღში სიმკვირცხლით ყველა სამამულო ჯიშს სჯობია.
 
==ლიტერატურა==
{{ქსე}}
* ქსე, ტ. 2, გვ. 553, თბ., 1977
[[კატეგორია:ცხენები]]