სელჩუკთა სახელმწიფო: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017 |
თუ დეფისია იყო აღარაა საჭირო :) იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით |
||
ხაზი 1:
[[სურათი:Seljuk Empire locator map.svg|მინი|350პქ|სელჩუკთა სახელმწიფო თავისი ძლიერების მწვერვალზე 1092]]
'''სელჩუკები''', იგივე '''თურქ-სელჩუკები''' — ოღუზთა თურქული ტომის ერთ-ერთი შტო
იმპერიის ზრდასთან ერთად დაიწყო ფეოდალიზირებული სამხედრო-მომთაბარე დიდგვაროვანთა ცენტრიდანული მისწრაფებები. უკვე მელიქ-შაჰის მმართველობისას გაჩნდნენ სასულთნოები, რომელთაც [[სელჩუკიდები|სელჩუკიდთა]] დინასტიის სხვადასხვა შტოები მართავდნენ და მხოლოდ ნომინალურად იყვნენ დამოკიდებულნი ცენტრალური ხელისუფლებისაგან (”დიდი სელჩუკისაგან”). ერთიმეორის მიყოლებით შეიქმნა ქერმანის სასულთნო ([[1041]]-[[1187]]), რუმის, იგივე კონიის სასულთნო ([[1077]]-[[1307]]), სირიის სასულთნო ([[1094]]-[[1117]]) და სხვა. პირველი ჯვაროსნული ომის შემდეგ სელჩუკებმა დაკარგეს [[პალესტინა]], [[სირია]], მცირე აზიის სანაპირო ტერიტორიები, საქართველო. მელიქ-შაჰის გარდაცვალების შემდეგ ფეოდალური შინაომები გაძლიერდა, [[1118]] წელს სახელმწიფო მისმა შვილებმა გაინაწილეს: სანჯარს ერგო აღმოსავლეთი ოლქები დედაქალაქით მერვში, მაჰმუდს დასავლეთი - ერაყის სასულთნო ([[1118]]-[[1194]]). სანჯარს დიდი ბრძოლების გადატანა მოუხდა მსხვილ [[მონაპირე]] ფეოდალებთან, რის შემდეგაც მან დაკარგა უზენაესი ხელისუფლება შუა აზიაში და [[1157]] დიდი სელჩუკების დინასტიამ ხორასანში არსებობა შეწყვიტა.
|