ეზოსმოძღვარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
შედარება გერმანულ ტიტულთან.
მომხმარებლის 31.146.158.249 ცვლილებების გაუქმება (№3414968)
 
ხაზი 1:
'''ეზოსმოძღვარი''' <small>(შდრ</small>. <small>გერმ. Hofmeister)</small> — მეფის სასახლის, სამეურნეო-საფინანსო უწყების გამგებელი ძველი წელთააღრიცხვით უკანასკნელი და ახალი წელთააღრიცხვით პირველი საუკუნეების საქართველოში. დამოწმებულია [[არმაზის ბილინგვა|არმაზის ბილინგვის]] არამეულ ტექსტში, სადაც ეზოსმოძღვარი „ძლევამოსილად“ იწოდება. ამ ორენოვანი წარწერის ბერძნულ ტექსტში მას შეესატყვისება „ეპიტროპოსი“, რომელიც თავის მხრივ სახლის მმართველს — პროკურატორს ნიშნავდა ძვ. რომში. არმაზის ბილინგვიდან ჩანს, რომ ეზოსმოძღვარის თანამდებობა მემკვიდრეობითი იყო.
 
[[ვახუშტი ბატონიშვილი]] ეზოსმოძღვარს უძველესი პერიოდის საქართველოს სახელმწიფოებრივი წყობილების მნიშვნელოვან მოხელედ წარმოგვიდგენს. ვახუშტის სიტყვით, ეზოსმოძღვარი „ჴელისა იყო: ყოველნი საგანგიონი, მეფისა ხარჯნი და წარსაგებელნი, წესნი და რიგნი დარბაზისა, მეფის ტაბლისა და სანოვაგისა, ანუ სხუათა“<ref>ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგნ.: ქართლის ცხოვრება, [[ყაუხჩიშვილი, სიმონ| ს. ყაუხჩიშვილის]] გამოცემა, ტ. 4, თბ., 1973, გვ. 22</ref>. არმაზის ორენოვანი წარწერის, ვახუშტის ცნობისა და სხვა მონაცემების მიხედვით, ეზოსმოძღვარი აერთიანებდა სამხედრო, ფინანსურ და სხვაგვარ ადმინისტრაციულ ფუნქციებს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ეზოსმოძღვარი“-დან