Pablo Honey: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 17:
'''Pablo Honey''' ჯგუფ [[რედიოჰედი]]ს პირველი ალბომია, რომელიც [[Courtyard Studios]] მიერ იქნა გამოცემული ([[1992]] წლის [[მარტი|მარტში]]). ჯგუფის სადებიუტო ნამუშევარს [[გაერთიანებული სამეფო|ბრიტანული]] მუსიკალური საზოგადოება ერთგვარი ირონიით მოეკიდა. ყველასთვის ცნობადი და ათასჯერ გადამღერებული “[[Creep (რედიოჰედის სიმღერა)|Creep]]” საკმარისი არ იყო სერიოზული მუსიკოსის სახელის დასამკვიდრებლად, რაც ალბომის რეიტინგშიც კარგად გამოიხატა (#32 პოზიცია ბრიტანულ ჩარტში). ის საერთაშორისო წარმატებაც, რომელიც Pablo Honey-მ დაიმსახურა ისევდაისევ “[[Creep (რედიოჰედის სიმღერა)|Creep]]”-ით იყო განპირობებული. სინგლი მოწინავე პოზიციებზე გამყარდა [[ევროპა|ევროპულ]] ჩარტებში (#2 თანამედროვე როკის [[ბილბორდი|ბილბორდ-ჩარტში]], #7 [[გაერთიანებული სამეფო|ბრიტანეთში]]). მუსიკალურმა ჟურნალმა [[NME]]-მ კი [[რედიოჰედი|რედიოჰედს]] შემდეგი შეფასება მისცა: “მხდალი მიზეზი როკ-ჯგუფის სახელის გასამართლებლად”.
 
ალბომი Pablo Honey ძირითადად იმ [[დემო]]ებს მოიცავს რაც [[On a Friday]]-ს პერიოდში იქნა დამუშავებული, შესაბამისად ჩაწერის პროცესი მოკლე დროში დასრულდა. მარტივი ლირიკა და ორი [[ელექტრო გიტარა|გიტარის]] მიერ შექმნილი აღმავალი რიფები ([[ბასი|ბასთან]] ერთად) გარკვეულ ხიბლს ანიჭებს მუსიკას, თუმცა ასევე მარტივად აღსაქმელია. მუსიკალური სტილიდან გამომდინარე ტრეკები “[[Prove Yourself]]”, “[[You (რედიოჰედის სიმღერა)|You]]”, და “[[Thinking about You]]” ალბომის დანარჩენი სიმღერებისგან განსხვავდება – მელოდიურობამ და [[ტომ იორკი|იორკის]] მჭახე, ოდნავ ხრინწიანმა [[ვოკალი|ვოკალმა]] თავისი ელფერი შესძინა მათ და რამოდენიმე წლის შემდეგ უფრო დაფასდა მსმენელთა შორის, რომელთა ნაწილიც მიიჩნევს რომ ერთხაზოვანი სტრუქტურის მიუხედავად ტრეკები სასიამოვნო მოსასმენია. სინგლზე “[[Anyone Can Play Guitar]]” ჯგუფის [[Sonic Youth]] გავლენა იგრძნობა, სადაც [[ტომ იორკი|იორკმა]] ის “მითიური” იარლიყი დაგმო, რომელიც, ჩვეულებრივ, ცნობად [[როკ- მუსიკა|როკ]]-მუსიკოსთა სახელებს ახლავს ხოლმე თან. [[რედიოჰედი]] არც აპირებდა დებიუტზე შეჩერებას, და იმ ნეგატიურ გარემოსაც, რომელიც ერთი მხრივ მცირედი პოპულარობით ხოლო მეორე მხრივ ულმობელი კრიტიკით იყო გამოწვეული, დადებით ასპექტში ხედავდა მომავალი წარმტებისთვის.
 
[[რედიოჰედი]]ს ამ პერიოდის მუსიკას ჯგუფებს [[Pixies]], [[R.E.M.]] და [[The Smiths]] უკავშირებენ, კრიტიკოსთა ნაწილმა კი Palo Honey-ში [[გრანჟი]]ც ადვილად შეამჩნია, რის შემდეგადაც [[ტომ იორკი|იორკი]] მალევე მონათლეს “ბრიტანელ ნირვანად”. უცხოურ ჩარტებში მიღწეულმა მოულოდნელმა წარმატებამ და იმ ზეწოლამ რაც გახანგრძლივებულ ტურს მოსდევდა, კინაღამ დამღუპველად იმოქმედა [[რედიოჰედი|რედიოჰედზე]]. მოგვიანებით ჯგუფის წევრებმა განაცხადეს რომ ტური მხოლოდ საცოდავი გამოცდილება აღმოჩნდა მათთვის, იმის გათვალიწინებით რომ მხოლოდ იმ სიმღერებს ასრულებდნენ, რაც ორი წლის წინ ჰქონდათ ჩაწერილი, “ეს უფრო დამახინჯებულ დროში ცხოვრებას ჰგავდა.” სიმღერით “[[Creep (რედიოჰედის სიმღერა)|Creep]]” გამოწვეულმა ისტერიამ დათრგუნა ჯგუფის წევრები. კონცერტებისას “[[Creep (რედიოჰედის სიმღერა)|Creep]]”-ის შესრულების შემდეგ [[აუდიოტორია]] ადგილს ტოვებდა. სწორედ ამან განაპირობა ის რომ [[1997]] წელს გამოსულ ვიდეო დისკში [[7 Television Commercials]] შეგნებულად არ შევიდა “[[Creep (რედიოჰედის სიმღერა)|Creep]]”. ერთი პერიოდი კი [[რედიოჰედი|რედიოჰედმა]] საერთოდ უარი თქვა ამ სიმღერის შესრულებაზე. ეს [[2001]] წლამდე გაგრძელდა, როდესაც განუწყვეტელი თხოვნის შემდეგ ტრეკი ისევ გაჟღერდა ცალკეულ კონცერტებზე.
 
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/Pablo_Honey“-დან