გლობალური დათბობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
სიტყვის რედაქტირება
ხაზი 4:
ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურა დედამიწის ზედაპირზე ბოლო საუკუნის განმავლობაში 0.74 ± 0.18 °C-ით გაიზარდა. [[კლიმატის ცვლილების კონვენცია|კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ჯგუფის]] (IPCC) დასკვნით "დედამიწის ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურის ზრდა მე-20 საუკუნის შუა წლებიდან სავარაუდოდ განპირობებულია ანთროპოგენური (ანუ ადამიანის საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი) [[სათბურის აირები]]ს კონცენტრაციის ზრდით", რომლის შედეგადაც ძლიერდება ატმოსფეროს [[სათბურის ეფექტი]], რაც დედამიწის ქერქისა და ქვემო ატმოსფეროს გახურებას იწვევს. 21–ე საუკუნეში მოსალოდნელია დედამიწის ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურის შემდგომი ზრდა 1,1 – 6,4 °C–ით. სათბური აირების კონცენტრაციის ზრდის შეჩერების შემთხვევაშიც კი ეს დათბობა კიდევ ათას წელს გაგრძელდება. მხოლოდ ამის შემდეგ არის მოსალოდნელი დარღვეული წონასწორობის ხელალხალი დამყარება და საშუალო ტემპერატურის დასტაბილურება.
 
ატმოსფეროს საშუალო ტემპერატირუსტემპერატურის ზრდა გამოიწვევს [[ზღვის დონე|ზღვის დონის]] აწევას. გაიზრდება [[კატასტროფა|კატასტროფული]] [[კლიმატი|კლიმატური]] მოვლენების სიხშირე და სიმძლავრე, შეიცვლება [[ატმოსფერული ნალექები|ნალექების]] რაოდენობა და განაწილება. შეიცვლება აგრეთვე სოფლის მეურნეობის მოსავლიანობა, შემცირდება [[მყინვარი|მყინვარები]], გადაშენდება ცოცხალი ორგანიზმების ზოგიერთი სახეობები, გაიზრდება [[დაავადება]]თა რიცხვი.
 
ჯერჯერობით უცნობია დედამიწის რომელი რეგიონი უფრო მეტად დაზარალდება ამ ცვლილებების შედეგად. [[სახელმწიფო]]თა უმრავლესობამ ხელი მოაწერა [[კიოტოს ოქმი|კიოტოს ოქმს]], რომელიც ატმოსფეროში სათბურის აირების გაფრქვევათა შემცირებას ისახავს მიზნად. თუმცა არ წყდება დებატები იმის შესახებ, თუ რა უფრო რაციონალურია: გლობალური დათბობის შეჩერების ან შემოტრიალების მცდელობა თუ [[ადაპტაცია]] არსებულ და მოსალოდნელ ცვლილებებისადმი.