რაუფ ორბეი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: thumb| '''ჰუსეინ რაუფ ორბეი''' ({{lang-tr|Rauf Orbay}} დ. 1881 — გ. 1964) — ...
 
ხაზი 3:
 
==ბიორგაფია==
დაამთავრა სტამბულის სამხედრო-საზღვაო და საინჟინრო სასწავლებელი. 1918 წლის გაზაფხულზე იყო ოსმალეთის დელეგაციის ხელმძღვანელი ტრაპიზონისა და ბათუმის კონფერენციებზე, რომელთა გადაწყვეტილებების მიხედვით [[საქართველო]]მ დაკარგა მისი სამხრეთ-დასავლეთ ტერიტორიების დიდი ნაწილი, ახალციხისა და ახალქალაქის მაზრები და [[ბათუმის ოლქი]]. 1918 წლის 30 ოქტომბერს ბრიტანულ მხარესთან ხელი მოაწერა ოსმალეთისთვის კაპიტულანტურ [[მუდროსის დროებითი ზავი|მუდროსის ზავს]]. 1919 წლიდან იყო მუსტაფა ქემალის მიერ [[ანატოლია]]ში დაწყებული წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, თურქეთის დიდი ეროვნული კრების წევრი. 1920 წელს ბრიტანელების მიერ სტამბოლის ოკუპაციის შემდეგ დააპატიმრეს და გადაასახლეს მალტაზე, საიდანაც დაბრუნდა 1921 წელს. თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ, 1922-23 წლებში იყო დროებითი მთავრობის პრემიერ-მინისტრი. 1924 წელს გახდა ერთ-ერთი დამფუძნებელი „პროგრესული რესპუბლიკური პარტიისა“, რომელიც ოპოზიციაში ჩაუდგა მუსტაფა ქემალის კურსს. 1926 წელს ბრალი დასდეს შეთქმულებაში და გაასახლეს ქვეყნიდან 10 წლის ვადით. ათათურქის გარდაცალებამდე ცხოვრობდა ინგლისში, ხოლო შემდეგ დაბრუნდა თურქეთში და გახდა პარლამენტის წევრი. [[მეორე მსოფლიო ომი]]ს დროს იყო თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდ ბრიტანეთში.
 
==რესურსები ინტერნეტში==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რაუფ_ორბეი“-დან