მიჰაი I: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ხაზი 55:
}}
'''მიჰაი I''' ({{lang-ro|Mihai I}}; დ. [[25 ოქტომბერი]], [[1921]], [[სინაია]], [[რუმინეთი]] - გ. [[5 დეკემბერი]], [[2017]]) — რუმინეთის მეფე [[1927]]-[[1930]] და [[1940]]-[[1947]] წწ. მიეკუთვნება [[ჰოენცოლერნ-ზიგმარინგენები]]ს გერმანულ კათოლიკურ დინასტიას ([[პრუსია|პრუსიის]] მმართველ პროტესტანტი [[ჰოენცოლერნები]]ს მონათესავე დინასტია). [[კაროლ II]]-ისა და [[ელენა (რუმინეთის დედოფალი)|ელენას]] შვილი.
 
==ცხოვრება==
მიჰაი I რუმინეთის მეფის ტახტზე ორჯერ ავიდა. პირველად [[1927]]-[[1930]] წლებში, მეორედ კი [[1940]]-[[1947]] წლებში. [[1944]] წელს მონარქმა მხარი დაუჭირა მოკავშირეებს და ომი გამოუცხადა ნაცისტურ გერმანიას. სამი წლის შემდეგ რუმინეთის კომუნისტმა ლიდერებმა მიჰაი აიძულეს ტახტიდან გადამდგარიყო. ის შვეიცარიაში გადაასახლეს და სამშობლოში შესვლა აუკრძალეს. მონარქმა [[რუმინეთი]]ს მოქალაქეობა მხოლოდ [[1997]] წელს დაიბრუნა.
 
===გარდაცვალება და დაკრძალვა===
რუმინეთის უკანასკნელი მონარქი 96 წლის ასაკში შვეიცარიაში [[2017]] წლის 5 დეკემბერს გარდაიცვალა.
 
რუმინეთის ყოფილი მონარქი მიჰაი I სამეფო წესით დაკრძალეს. სამგლოვიარო პროცესია 16 დეკემბერს ბუქარესტში გაიმართა, თუმცა მეფე დედაქალაქში არ დაუკრძალავთ. მიჰაის ცხედარი მატარებლით რუმინეთის ცენტრალურ ქალაქ კურტია-დე-არჯეშში წაიღეს და მეუღლის, დედოფალ ანა დე ბურბონ-პარმეს გვერდით დაასვენეს.
 
პროცესიას ბუქარესტში პრინცი ჩარლზი, ესპანეთის ყოფილი მეფე ხუან-კარლოსი და დედოფალი სოფია, შვედეთის მეფე კარლ XVI და დედოფალი სილვია, ბელგიის პრინცესა ასტრიდი და ევროპული სამეფო ოჯახების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ, მათ შორის მიჰაი I-ის ოჯახის წევრებიც, 5 ქალიშვილი და 1 შვილიშვილი. სამეფო დაკრძალვაზე დასასწრებად [[ბუქარესტი]]ს ქუჩებში ათიათასობით რუმინელიც გამოვიდა.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მიჰაი_I“-დან