ქრომატიული აბერაცია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:ქრომატული აბერაცია.jpg|300პქ|მინი|ქრომატიული აბერაცია]]
'''ქრომატიული აბერაცია''' — ოპტიკურ სისტემათა ცთომილება, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, რომ გამჭვირვალე გარემოს გარდატეხის მაჩვენებელი სინათლის ტალღის სიგრძეზეა დამოკიდებული. ქრომატული აბერაცია ახასიათებს ოპტიკურ სისტემებს, რომლებშიც გამოყენებულია გარდამტეხი სხეულები, მაგალიტად ლინზები, სარკულ სისტემებს ეს ცთომილება არა აქვს. გამოსახულების აბერაციით გამოწვეული ნაკლოვანებანი ორი გზით მჟღავნდება:
* სისტემის ღერძზე სხვადასხვა ტალღის სიგრძის მქონე სინათლის სხივებით მიღებული წერტილის გამოსახულებანი სისტემიდან სხვადასხვა მანძილითაა დაცილებული (გამოსახულების მდებარეობის ქრომატიზმი. მონაკვეთი O<small>1</small>—O<small>2</small>). თუ გამოსახულების მიღების ადგილზე მოვათავსებთ ოპტიკური ღერძის მართობულ ეკრანს, მაშინ მასზე ერთი თეთრი წერტილის ნაცვლად მივიღებთ ფერადი რგოლების რიგს;