ფოთოლი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
46.49.71.180-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Zangala-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 1:
[[ფაილი:Leaves-scan.jpg|thumb| 250 px| სხვადასხვა ფორმის ფოთლები]]
'''ფოთოლი''' ([[ფაილი:Leaves-scanლათ.jpg|thumb]] Folium) — [[უმაღლესი მცენარეები|უმაღლეს 250მცენარეთა]] pxორგანო, რომელიც ასრულებს [[ფოტოსინთეზი]]სა და [[ტრანსპირაცია|ტრანსპირაციის]] ფუნქციებს, ლებსახორციელებს აირცვლას გარემოსთან და მონაწილეობს მცენარის ცხოველმოქმედების სხვა პროცესებში (ვეგეტატიური გამრავლება და სხვა). ფოთლის წარმოქმნა და განვითარება უკავშირდება მცენარის ხმელეთზე ცხოვრების მრავალგვარ პირობასთან შეგუებას. უმეტეს შემთხვევაში ფოთლის წარმოქმნა პირველი ხმელეთის მცენარეების ღერძული ორგანოების გაბრტყელების, დიფერენცირებისა და შეზრდის შედეგია. ფოთლისთვის დამახასიათებელია ბრტყელი ფორმა და დორზოვენტრალური სიმეტრია. არჩევენ ფოთლის ზედა — შიდა, მუცლის ანუ ადაქსიალურ და ქვედა — გარეთა, ზურგის ანუ აბაქსიალურ მხარეს. ჩვეულებრივ ფოთოლი არ წარმოშობს მცენარის სხვა ორგანოს. იშვიათად მას შეიძლება დამატებითი კვირტები ან ფესვები განვითარდეს (ბეგონია, ბრიოფილუმი). ფოთოლი ყოველთვის ყლორტის ღერძზე — ღეროზე ზის. ღეროზე გაწყობის მიხედვით არჩევენ ქვედა ან ფესვთანურ, ღეროსეულ და კენწრულ ფოთლებს. ხშირად ქვედა, ფესვთანური ფოთლები არ არის მწვანედ შეფერილი და ქერქლებად ვითარდება, ზოგიერთი ყვავილედის (კალათის, ქოლგის) [[საბურველი]] კენწრული ფოთლების ერთობლიობას წარმოადგენს. კენწრულ ფოთოლს მიეკუთვნება ხსიღად ქერქლისებრი მფარავი ფოთლებიც, რომლებიც კვირტზე ან ყვავილზე ვითარდება.
 
ფოთოლი უფრო ხშირად შედგება ფართო და ბრტყელი ფირფიტისაგან, რომელშიც ფოტოსინთეზთან დაკავშირებული ყველა ძირითადი ფიზიოლოგიური პროცესი მიმდინარეობს და შევიწროებული ნაწილისაგან — ყუნწისაგან, რომელიც ფოთლის ღეროზე ამაგრებს. თუ მცენარის ფოთლის ყუნწი გამოსახული არ აქვს, მას მჯდომარე ფოთოლი ჰქვია. უმეტეს [[ერთლებნიანები|ერთლებნიან]] და ბევრ — [[ორლებნიანნი|ორლებნიან]] მცენარეს ფოთლის ქვედა ნაწილი გაფართოებული აქვს ე. წ. ხალთად, რომელიც მეტ-ნაკლებად გარს ეხვევა ღეროს. ფოთლის ძირში ბევრ მცენარეს სიმეტრიულად განწყობილი წყვილი დანამატი, ე. წ. თანაფოთლები უვითარდება.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფოთოლი“-დან