დიმიტრი ბენაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''დიმიტრი გიორგის ძე ბენაშვილი''' (*დ. [[28 ნოემბერი]], [[1910]], [[ზემო მაჩხაანი|სოფ. ზემო მაჩხაანი]], ახლანდელი [[დედოფლისწყაროს რაიონი]] ― გ. [[28 ივნისი]], [[1982]], [[თბილისი]]), [[ქართველები|ქართველი]] კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1959), პროფესორი (1960), მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1967).
 
==ბიოგრაფია==
1933 წელს დაამთავრა [[თსუ]] ფილოლოგიის ფაკულტეტი. იყო ჟურნალ "[[ჩვენი თაობა|ჩვენი თაობის]]" რედაქტორი (1939-1942). [[რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტი]]ს უახლესი ქართული ლიტერატურის განყოფილების გამგე (1947-1962). 1962 წლიდან ბენაშვილი [[ა. პუშკინის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი]]ს ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრის გამგეა. სოციალისტური რეალიზმისა და მარქსისტული ესთეტიკის პრობლემებს მიეძღვნა ბენაშვილის ნაშრომები "მარქსიზმი და ლიტერატურა" (1931), "ხელოვნების საკითხები" (1941) და სხვა. ავტორია ლიტერატურულ-კრიტიკული სტატიებისა, მონოგრაფიებისა - "ალექსანდრე ყაზბეგი" (1939), "მიხეილ ჯავახიშვილის ცხოვრება და შემოქმედება" (1959), "ვაჟაფშაველა. შემოქმედი და მოაზროვნე" (1961), აგრეთვე გამოკვლევებისა "კრიტიკული ნარკვევები XX საუკუნის ქართულ ლიტერატურაზე" (1967), «სახისა და ხასიათის პრობლემა "ვეფხისტყაოსანში"» (1954), "გალაკტიონ ტაბიძე. კოლაუ ნადირაძე" (1961) და სხვა.
==ლიტერატურა==
{{ქსე}}
* ქსე, ტ. 2, გვ. 302, თბ., 1977
*ენციკლოპედია "საქართველო", ტ. 1, გვ. 396, თბ., 1997
{{DEFAULTSORT:ბენაშვილი, დიმიტრი}}