აბდ ალ-კადირის აჯანყება: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
'''აბდ ალ-კადირის აჯანყება''' — სახალხო აჯანყება [[ალჟირი|ალჟირში]] [[ფრანგები|ფრანგ]] ოკუპანტთა წინააღმდეგ [[1832]]-[[1847]] წლებში [[აბდ ალ-კადირისკადირი]]ს მეთაურობით. [[ორანის პროვინცია|ორანის პროვინციის]] აჯანყებულმა არაბარაბულ-ბერბერულმა ტომებმა რამდენჯერმე დაამარცხეს ფრანგები და აიძულეს დაედოთ ზავი ([[დემიშელის ხელშეკრულება]], [[1834]] წლის თბერვალი). [[საფრანგეთი|საფრანგეთმა]] ცნო აჯანყებულთა მიერ დასავლეთ ალჟირში შექმნილი სახელმწიფო (საამირო). [[1835]] წელს ომი განახლდა. 1835 წლის ივნისში მაქტასთან და [[1836]] წლის აპრილში ტაფნასთან დამარცხებამ გენერალი ბიუჟო აიძულა [[1837]] წლის მაისში ხელი მოეწერა ტაფნის საზავო ხეშეკრულებისათვის, რომლის ძალითაც საამიროს ტერიტორია საგრძნობლად გაიზარდა. საამირო დაიყო პროვინციებად, შეიქმნა რეგულარული არმია, დაიწყო იარაღის წარმოება. 1838 წელს საფანგეთმა დაარღვია ტაფნის ხელშეკრულება. და [[1838]] წელს საფრანგეთის 100-ათასიანმა არმიამ ხელთ იგდო მსხვილი ფეოდალების ღალატით დასუსტებული საამირო. აბდ ალ-კადირი მაროკოში გაიხიზნა და არაბებს დამპყრობთა წინააღმდეგ საღვთო ომისკენ მოუწოდა. [[1844]] წლის სექტემბერში ისლის ბრძოლაში დამარცხებული მაროკოს სულთანი იძულებული გახდა ზავი დაედო. 1845 წელს აბდ ალ-კადირი დაბრუნდა ალჟირში და [[1845]]-[[1846]] წლებში ისევ აჯანყებას ჩაუდგა სათავეში. [[1847]] წელს აჯანყებულები დამარცხდნენ. აბდ ალ-კადირი ფრანგებმა ტყვედ ჩაიგდეს.
 
==ლიტერატურა==