ალექსანდრე გომიაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 5:
[[1933]] წელს დაამთავრა [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]]. [[1938]]-[[1940]] იყო ჟურნალ „მნათობის“ პოეზიის განყოფილბის გამგე, [[1946]]-[[1950]] — [[საქართველოს მწერალთა კავშირი]]ს გამგეობის პ/ მგ მდივანი, [[1951]]-[[1964]] — საქართველოს ლიტფონდის დირექტორი, [[1967] წლიდან — გამომცემლობა „ცოდნის“ დირექტორი, [[1971]]-[[1987]] — წიგნის პალატის დირექტორი. მისი პირველი ლექსი „მთის ბალადა“ ჟურნალ „ქართულ მწერლობაში“ გამოქვეყნდა [[1929]] წელს, პირველი პოეტური კრებული „ამხანაგმა მთამ აიღო სიტყვა“ — [[1931]]. ომის თემაზე დაწერილი აქვს ლექსები: „ქართველო, ხელი ხმალს იკარ!“ (1943), „დასაწყისი განთიადისა“ (1946), „მშვიდობის ჯარისკაცი“ (1950) და სხვ. პატრიოტული მოტივს ეძღვნება მისი არაერთი ლექსი და პოემა: „დავითიანი დაღესტანში“ (1953), „ხევის პატარძალი“ (1955), „ადგილის დედა“ (1956), „ამბავი სამასი არაგველისა“ (1958) და სხვ. გომიაშვილის პოეტურ კრებულთაგან აღსანიშნავია „ანდეზიტის სიმღერა“ (1932), „ლექსები“ (1933, 1937, 1978), „დარიალი“ (1940), „ბალადები“ (1946, 1958), „ლექსები და ბალადები“ (1960), „ძვლები და კლდეები“ (1964), „ფიცი“ (1976) და სხვ.
 
დაკრძალულია [[დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი|მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში]].
 
==ლიტერატურა==