მარიამ ბაუერი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
'''მარიამ ბენიამინის ასული ბაუერი''' (*დ. 16 მაისი/[[29 მაისი]], [[1909]], [[თბილისი]] ― გ. [[6 სექტემბერი]], [[1995]], [[მოსკოვი]], დაკრალულია თბილისში), ბალეტის მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1955)
 
1923 წელს თბილისში დაამთავრა მ. პერინის ქორეოგრაფიული სტუდია. იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში. 1929-1930 წლებში სწავლობდა ლენინგრადის საბალეტო ტექნიკუმში. 1930-1960 წლებში კვლავ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტია. 1936-1942 წლებში მუშობდა პედაგოგად თბილისის ქორეოგრაფიულ სტუდიაში. 1960 წლიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალეტმაისტერ-რეპეტიტორია. ბაუერს ახასიათბდა ექსპრესია, ცეცხლოვანი გრნობა, მდიდარი ტექნიკა და მიმიკა. შეასრულა პარტიები: გულნარა (პუნის "კორსარი"), ზარემა (ასაფიევის "ბახჩისარაის შადრევანი"), თოჯინა (დელიბის "კოპელია"), ოდეტა (ჩაიკოვსკის "გედის ტბა"), ტაო-ხოა (გლიერის "წითლი ზვავილი") და სხვა. ბაუერის ნიჭის თავისებურებანი განსაკუთრებით მკაფიოდ გამოვლინდა სახასიათო პარტიებში: ქუჩის მოცეკვავე (მინკუსის "დონ კიხოტი"), ესპანური ცეკვა (ჩაიკოვსკის "გედის ტბა"), ინდური ცეკვა (თორაძის "გორდა", სსრკ სახელმწიფო პრემია, 1951) და სხვა.
==ლიტერატურა==
 
* ქსე, ტ. 2, გვ. 233, თბ., 1977
{{ქსე}}
*გვარამაძე ლ., ენციკლოპედია "საქართველო", ტ. 1, გვ. 370, თბ., 1997
{{DEFAULTSORT:ბაუერი, მარიამ}}