მარიკა ბარათაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''მარიკა (მარიამ) გერვასის ასული ბარათაშვილი''' (*დ. [[7 აპრილი]], [[1908]], [[ჭიათურა|ქ. ჭიათურა)]], [[ქართველები|ქართველი]] პოეტი, დრამატურგი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1967).
 
==ბიოგრაფია==
 
1945 წელს დაამთავრა [[თსუ|თსუ-ს]] დაუსწრებელი პედაგოგიური სექტორის ფილოლოგიური ფაკულტეტი. 1965-1991 წლებში ჟურნალ "საქართველოს ქალის" რედაქტორია. მისი პირველი ლექსი 1936 წელს გამოქვეყნდა, ლექსების პირველი კრებული - 1945 წელს. დიდი პოპულარობა მოიპოვა ბარათაშვილის პიესამ "ჭრიჭინა" (1950, მარჯანიშვილის სახელობის თეატრი), რომელიც დადგა ბევრმა უცხოეთის თეატრმა, ითარგმნა რუსულ, უკრაინულ, იტალიურ, ესპანურ, ჩინურ და სხვა ენებზე. აღსანიშნავია ბარათაშვილის ლექსთა კრებულები: "ლექსები" (1948), "საპოვნელა" (1958), "დღე დღევანდელი" (1969), საბავშვო ლექსებისა და პოემების კრებულები "ნანული" (1941), "სოფელა, თინა და ჭიანჭველები" (1949) და სხვა. ჩვენი რესპუბლიკის თეატრების სცენაზე დაიდგა ბარათაშვილის პიესები "ჩემი ყვავილეთი", "სართულები", "მაღალი ოცნება", "რატომ?", "სიყვარულის წისქვილი", "ჩქარი მატარებელი" და სხვა. ბარათაშვილი დაჯილდოებულია [[საპატიო ნიშანი|"საპატიო ნიშნის" ორდენით]] და მედლებით.
==ლიტერატურა==
 
* ქსე, ტ. 2, გვ. 199, თბ., 1977
{{ქსე}}
{{DEFAULTSORT:ბარათაშვილი, მარიკა}}
 
ხაზი 11:
[[კატეგორია:ქართველები]]
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]]
[[კატეგორია:"საპატიო ნიშნის" ორდენის კავალრები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1908]]