ბარათაშვილები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 3:
ბარათაშვილები XVI-XVII საუკუნეებში ქართლის ხუთ დიდებულ თავადთა შორის ერთ-ერთი პირველნი იყვნენ და დიდ როლს ასრულებდნენ [[ქართლის სამეფო|ქართლის სამეფოს]] პოლიტიკურ ცხოვრებაში. ბარათაშვილების გვარის წარმომადგენლები იყვნენ მეწინავე სადროშოს - სომხით-საბარათიანოს სარდლები, მათ ხშირად ეჭირათ აგრეთვე [[სახლთუხუცესი|სახლთუხუცესის]], [[მდივანბეგი|მდივანბეგებისა]] და სხვა სახელოები. XVI-XVII საუკუნეებში ბარათაშვილებს გამოეყვნენ და ცალკე ფეოდალურ საგვარეულოებად ჩამოყალიბდნენ [[გოსტაშაბიშვილები]], [[გერმანოზიშვილები]], [[ზურაბიშვილები]], [[აბაშიშვილები]], [[ორბელიშვილ-ყაფლანიშვილები]], [[ფალავან-ხოსროშვილები]], [[იარალიშვილები]] და [[იოთამიშვილები]]. თვით ბარათაშვილები XVII საუკუნის II ნახევრიდან დაქვეითდნენ და პირველობა ყაფლანიშვილებს დაუთმეს.
 
ბარათაშვილების საგვარეულოს ცნობილი წარმომადგენლები იყვნენ [[ბარათაშვილი, ბარათა|ბარათა ბარათაშვილი]], [[ბარათაშვილი, მიხეილ|მიხეილ ბარათაშვილი]], [[ბარათაშვილი, ნიკოლოზ|ნიკოლოზ ბარათაშვილი]], [[ბარათაშვილი, სულხან|სულხან ბარათაშვილი]] და სხვები.
 
==ლიტერატურა==
{{ქსე}}
*''ჯამბურია გ.,'' ქართული ფეოდალური ურთიერთობის ისტორიიდან, თბ., 1955;
*''ჯანაშია ს.,'' ბარათაშვილთა გენეალოგიისათვის, შრომები, ტ. 2, თბ., 1952;
*''ჯამბურია გ.,'' ქსე, ტ. 2, გვ. 198, თბ., 1977
[[კატეგორია:საქართველოს ფეოდალური საგვარეულოები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბარათაშვილები“-დან