ტრანსპორტი: განსხვავება გადახედვებს შორის

* '''სარკინიგზო ტრანსპორტი''' : [[მატარებელი]], [[მეტრო]], [[ტრამვაი]]
* '''საგზაო ტრანსპორტი''' : [[ავტობუსი]], [[ავტომობილი]], [[ველოსიპედი]], [[მოტოციკლი]], [[სატვირთო ავტომანქანა]], [[ტაქსი]], [[ტროლეიბუსი]]
* '''საკაბელო ტრანსპორტი''' : [[ესკალატორი]], [[ლიფტი]], [[ფუნიკულიორი]]
 
==გადაზიდვები==
'''გადაზიდვები''' — [[ტვირთი]]ს ან [[მგზავრი|მგზავრთა]] გადაადგილება სხვადასხვა სახეობის [[ტრანსპორტი|სატრანსპორტო საშუალებით]].
 
არსებობს სატვირთო და სამგზავრო გადაზიდვა. ის ხორციელდება [[სარკინიგზო ტრანსპორტი|რკინიგზის]], [[საავტომობილო ტრანსპორტი|საავტომობილო]], [[საზღვაო ტრანსპორტი|საზღვაო]], სამდინარეო, [[საჰაერო ტრანსპორტი|საჰაერო]], [[საჭაპანო ტრანსპორტი|საჭაპანო]] და მილსადენი ტრანსპორტით. გადაზიდვაში მონაწილეობას იღებენ აგრეთვე ქვეყნის ერთიანი სატრანსპორტო ქსელის ტერიტორიულ-სამეურნეო ერთეულები, ქვედანაყოფები (რკინიგზის განყოფილებები, სამდინარეო, სანაოსნო, საზღვაო სანაოსნო, სამოქალაქო ავიაციის ტერიტორიული სამმართველოები და სხვა). არსებობს სხვადასხვა სახის გადაზიდვა.
*'''ადგილობრივი''' გადაზიდვა ერთი ტერიტორიის სამეურნეო ქვედანაყოფის ფარგლებში ხორციელდება (მაგ., რკინიგზის ერთსა და იმავე განყოფილებაში შემავალ სადგურებს შორის, ერთ სანაოსნოში შემავალ სადგურებს შორის და სხვა).
*'''პირდაპირ''' გადაზიდვებში მონაწილეობას იღებს რამდენიმე ტერიტორიულ-სამეურნეო ქვედანაყოფი.
*'''შერეულ''' გადაზიდვაში მონაწილეობას იღებს რამდენიმე ტერიტორიულ-სამეურნეო ქვედანაყოფი და სხვა სახეობის ტრანსპორტი.
 
== რესურსები ინტერნეტში: ==