ბანკნოტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
რობოტი დამატება: lb:Geldschäin
No edit summary
ხაზი 1:
'''ბანკნოტი''', იგივე ''ბანკის ბილეთი'', ფულის საკრედიტო ნიშანი, რომელსაც უშვებს საემისიო ბანკი და რომელიც ცვლის ლითონის ფულს მიმოქცევაში. ბანკის ბილეთი წარმოიშვა ფულის, როგორც გადახდის საშუალების, განვითარებასთან ერთად; წარმოებისა და საქონელბრუნვის ზრდასთან ერთად ლითონის ფულის ნაცვლად ნაწილობრივ იყენებდნენ კომერციულ თამასუქს, რომელიც თანდათან შეცვალა ბანკის ბილეთმა. ბანკის ბილეთს უშვებდა თითქმის ყველა ბანკი; ბანკის ბილეთის რეგულირებული ემისია სახელმწიფოს მიერ [[ინგლისის ბანკი]]ს დაარსებით 1694 წელს დაიწყო. 1833 წელს ბანკის ბილეთი ინგლისის ეროვნულ ფულად გადაიქცა და გადახდის საშუალების კანონიერი უფლება მოიპოვა. [[საფრანგეთი|საფრანგეთში]] ბანკის ბილეთი ეროვნული ფულის ნიშნად გადაიქცა 1800-1803 წლებში; [[გერმანია]]ში ([[პრუსია]]ში) – 1846 წელს და [[ჰოლანდია]]ში – 1814-1830 წლებში. ბანკის ბილეთი ოქროზე გადასახურდავებელი ვალდებულებაა. ბანკის ბილეთის ოქროზე გადახურდავება კერძო პირს არ შეუძლია.
 
==ლიტერატურა==
{{ქსე}}
* ქსე, ტ. 2, გვ. 193-194, თბ., 1977
 
[[კატეგორია:ბანკნოტები|*]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბანკნოტი“-დან