ფრიდერიკ შოპენი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 45:
1928 წელს, მაშინ როდესაც შოპენი ჯერ კიდევ სტუდენტი იყო, ეწვია ბერლინს თავის მეგობარ ფელიქს ჯაროკთან ერთად და ესწრებოდა ოპერებს გასპარ სპონტინის დირიჟორობით და ისეთი კომპოზიტორების კონცერტებს, როგორებიც იყვნენ კარლ ფრიდრიხ ცელტერი, ფელიქს მენდელსონი და სხვები. 1829 წელს ბერლინიდან დაბრუნების დროს იგი იყო პრინც ანტონი რაძივის, პოზენის დიდი ჰერცოგის, სტუმარი. თავად პრინციც კომპოზიტორი და ჩელისტი იყო . ანტონისა და მისი ქალიშვილისთვის შოპენმა დაწერა ნაწარმოები "შესავალი და პოლონეზა C მაჟორში ჩელოსა და პიანინოსთვის, Op. 3.
 
ვარშავისკენ უკან დაბრუნების დროს შოპენმა მოუსმინა [[ნიკოლო პაგანინი|ნიკოლო პაგანინს]] და მის ნაწარმოებებს ვიოლინოზე, რამაც შთააგონა დაეწერა "პაგანინის სუვენირი" (Souvenir de Paganini). სწორედ ეს მომენტი შეიძლება გამხდარიყო მის ცხოვრებაში გადამწყვეტი, რამაც მას ეტიუდების წერა დააწყებინა (1829-1932). 11 აგვისტოს, უნივერსიტეტში სწავლის დამთავრებიდან 3 კვირის შემდეგ, მას ჰქონდა დებიუტი ვენაში. ფრიდერიკმა დაუკრა ორი საფორტეპიანო კონცერტი და მიიღო უამრავი სასიამოვნო შეფასება. ამავდროულად რამდენიმე კომენტარი. შოპენისვე თქმით, ის იყო "ზედმეტად ფაქიზი, მათთვის, ვინც შეგუებული იყო ადგილობრივი არტისტების უფრო მეტ დინამიურობას." ვარშავაში ფრიდერიკი 1829 წლის სექტემბერში დაბრუნდა დ 1930 წლის 17 მარტს პირველად შეასრულა საფორტეფიანო კონცერტი No. 2 F მინორში, Op. 21.
 
შოპენი დიდ წარმატებას აღწევდა როგორც კომპოზიტორი და შემსრულებელი, რამაც მას დასავლეთ ევროპის კარი გაუღო. 1830 წლის 2 ნოემბერს ვოიჩეჰოვსკისთან ერთად იგი ავსტრიისკენ გაეშურა, საიდანაც იტალიაში გადასვლას გეგმავდა. იმავე თვეში მოგვიანებით პოლენეთში იფეთქა ე.წ. [[პოლონეთის აჯანყება (1830-1831)|პოლონეთის აჯანყებამ]], რამაც ვოიჩეჰოვსკი უკან ვარშავაში დააბრუნა, რათა ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში ჩაწერილიყო. ვენაში დარჩენილ მარტოხელა შოპენს ნოსტალგია მოაწვა და მეგობარს წერილში მისწერა: "მძულს ჩემი აქ ჩამოსვლის თარიღი". 1831 წლის სექტემბერში, როდესაც ის ვენიდან პარიზში მიეგზავრებოდა, შეიტყო, რომ აჯანყება დასრულებულა. შოპენმა სიხარული ვერ დამალა და თავის პირად დღიურში შემდეგი რამ ჩაწერა: "ო ღმერთო, შენ იქ ხარ და მაინც შურს არ იძიებ".
 
== შემოქმედება ==