'''იულიუსის კალენდარი''' (ძველი სტილი) — ალექსანდრიელი ასტრონომის, სოსიგენეს[[სოზიგენე ალექსანდრიელი|სოზიგენე]]ს მიერ შედგენილი და [[იულიუს კეისარი|იულიუს კეისრის]] მიერ [[ძვ. წ. 46]] შემოღებული წელთაღრიცხვის სისტემა. ის ძალაში შევიდა ჩვ. წ. 45 წლის 1 იანვარს. იულისუსის კალენდარი ადრე არსებულ კალენდრებისაგან განსხვაბებით უფრო კარგად იმეორებდა ტროპიკული წელიწადის რითმს, რის გამოც ის საუკუნეების მანძილზე დამკვიდრდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, როგორც კალენდრის საუკეთესო ვარიანტი. ყოველი წელიწადი, რომლის ნომერი ოთხზე იყოფა, ნაკიანია და შეიცავს 366 დღე-ღამე, დანარჩენი წლები — 365 დღე-ღამე. ამრიგად, იულიუსის კალენდარში წელიწადის საშუალო ხანგრძლივობაა 365,25 [[დღე-ღამე]] და იგი 0,0078 დღე-ღამით მეტია [[ტროპიკული წელიწადი|ტროპიკულ წელიწადზე]]. როგორც ცნობილია ტროპიკული წელიწადი შედგება 365,2421897 დღისაგან (365 დღე, 5 საათი, 48 წუთი და 45,19 წამი), ხოლო იულიუსის კალენდარში წელიწადის საშუალო ხანგრძლივობაა 365,25 [[დღე-ღამე]]. იულიუსის კალენდრის ცდომილებაა 1 დღე-ღამე 128 წელიწადში, ხოლო გრიგორიანული კალენდრით აღნიშნული სხვაობა მიიღწევა 3030 წლის შემდეგ. [[1582]] წელს იულიუსის კალენდარი რომის პაპი [[გრიგორი XIII]]-ეს ძალისხმევით შეცვალეს [[გრიგორიანული კალენდარი|გრიგორიანული კალენდრით]] (ახალი სტილი). დღესდღეობით სხვაობა იულიუსისა და გრიგორიანულ კალენდარებს შორის შეადგენს {{CURRENTYEAR}}/128=15.7578125 დღეს.
სხვაობა იულიუსისა და გრიგორიანულ კალენდრებს შორის ციფრებში შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთმოყვანილ ცხრილში.