სანდრო ახმეტელი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[[სურათი:ახმეტელი, სანდრო.jpg|thumb|სანდრო ახმეტელი]]
'''ალექსანდრე (სანდრო) ვასილის ძე ახმეტელი''' (*დ. 1 აპრილი/[[13 აპრილი]], [[1886]], [[ანაგა|სოფ. [[ანაგა]], ახლანდელი [[სიღნაღის რაიონი]] ― გ. [[1937]]), [[ქართველები|ქართველი]] რეჟისორი, თანამედროვე ქართული თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი. საქართველოს სახალხო არტისტი (1933).
 
==ბიოგრაფია==
ახმეტელის მიერ შექმნილ სპექტაკლებში აისახა გრანდიოზული ისტორიული მოვლენების შედეგად დამყარებული ახალი საზოგადოების დამოკიდებულებანი, ჩაგვრისაგან განთავისუფლებული ადამიანის ინდივიდუალობა. მის შმოქმედებაში ვლინდებოდა თანამედროვე თეატრის ამაღლებული სული, ჰეროიკა, ქართული ხალხური თეატრის იმპროვიზიციული თავისებურებები. ემოციურობა, გამომგონებლობა, ჰარმონიულობა, დინამიკურობა, ოსტატურად დადგმული მასობრივი სცენები, რომლებშიც ფართოდ იყენებდა ქართული სიმღერებსა და ცეკვებს. სპექტაკლები ა. გლებოვის "ზაგმუკი" (1926), ნ. შიუკაშვილის "ამერიკელი ძია", I ნაწილი (1926), II ნაწილი (1927), მ. ლორთქიფანიძის "ათი დღე" (1927, ჯ. რიდის მიხედვით, ა. ვასაძესთან ერთად), კ. ლიფსკეროვის "კარმენსიტა" (1927), ე. ბილბელოცერკოვსკის "საჭე მარცხნივ" (1927, ა. ვასაძესთან ერთად), "ლამარა" (ვაჟა-ფშაველას მიხედვით, 1930), ლ. სლავინის "ინტერვენცია" (1934), ხოზიკას "ხოჭოების დოღი" (1928, კ. პატარიესთან ერთად), ჰაყენკლევერის "საქმის კაცი" (1929, შ. აღსაბაძესათან ერთად), ა. მირცხულავას (მაშაშვილი) "განგაში" (1931), გ. ბუხნიკაშვილის "ნაბიჭვარი" (ვ. შკვარკინის მიხედვით). საოპერო სპექტაკლები: ზ. ფალიაშვილის "ლატავრა" და დ. არაყიშვილის "თქმულება შოთა რუსთაველზე". ახმეტელი რეპრესირებულია, სიკვდილის შემდეგ რეალიბილიტირებულია.
 
==ლიტერატურა==
{{ქსე}}
*''კიკნაძე ვ.,'' სანდრო ახმეტელი, თბ., 1964;
*სანდრო ახმეტელი. კრებული, თბ., 1958;
*''კიკნაძე ვ.,'' ქსე, ტ. 2, გვ. 106-107, თბ., 1977
{{DEFAULTSORT:ახმეტელი, ალექსანდრე}}
 
[[კატეგორია:ქართველები]]
[[კატეგორია:ქართველი რეჟისორები]]
[[კატეგორია:რეპრესირებულები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1889]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1937]]