კარტოგრაფია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 28:
აღნიშნულ პერიოდში ასევე არაერთი რუკა იქნა გამოცემული, რომლებთაც ახასიათებდათ საერთო ნაკლი, არ ჰქონდათ ასტრონომიული ათვლის წერტილი და არ ითვალისწინებდა რეალობასთან პროპორციულობას. ასევე დაბალი ხარისხის იყო მეხობელი ქვეყნების მიერ შექმნილი რუსეთის რუკებიც, რადგანაც ეფუძნებოდა გამოკითხულთა ცნობებსა და მოგზაურთა პირად ჩანაწერებს.
 
რუსეთის ძველი რუკებიდან ცნობილია 1614 წელს ამსტერდამში შექმნილი ლათინურენოვანი და 1631 და 1651 წელბში შექმნილი ორი რუსულენოვანი რუკა, რომლებიც ასლებს წარმოადგენენ. რათქმაუნდა ეს უკანასკნელი სამი რუკა ძველი ფომრბისაგან წინგადადგმული ნაბიჯი იყო მაგრამ იყო ბევრი უზუსტობები გაპარული.
 
რუსული კარტოგრაფიის, როგორც მეცნიერების ჩამოყალიბებას რუსეთში, უკავშირდება [[პეტრე პირველი]]ს სახელს. მისი დავალებით დაიწყო რუსეთის იმპერიის დეტალური აღწერა შემდგომში რუკის შექმნის მიზნით. ასე მაგალითად კასპიის ზღვის ზუსტი მონაცემების შესაგროვებლად ჩატარებული იყო აღწერები: ბეკოვიჩის (1715 წ.), კოჟინის (1716 წ.), ვერდერისა და სემიონოვის (1719 წ.) და გერბერის (1722 წ.) მიერ. 1719 წელს კამჩატკისა და კურილიის კუნძულების აღსაღწერად გაიგზავნა ექსპედიცია ებრეინოვისა და ლუჟინის ხელმძღვანელობით. მაგრამ სამუშაოების საფუძვლიან დასაწყისად ითვლება 1720 წლის 9 დეკემბრის ბრძანება, რომლის მიხედვითაც საზღვაო აკადემიიდან უნდა შეეკრიბათ გეოდეზიასა და გეომეტრიაში დახელოვნებული 30 ახალგაზრდა, რომლებიც დაიგზავნებოდნენ სხვადასხვა გუბერნიებში მიწების გაზომვისა, ლენდკარტების შედგენისა და რუსეთის შიდა მხარეების აღწერისათვის.
 
გამგზავრებისას გეოდეზისტებს ეძლეოდათ სამუშაო ინსტრუქცია, რომლითაც ირკვევა რომ: გადაღებები წარმოებდა მაზრების მიხედვით, კოორდინატების დასადგენად ნაწილობრივ გამოიყენებოდა უკვე არსებული, ობიექტების დიდი ნაწილი დაიტანებოდა გამოკითხვის შედეგად.
 
აღნიშნული სამუშაოებს კურირებდა მმართველი სენატი, სადაც გროვდებოდა შექმნილი რუკები, თავიანთ ჟურნალებთან ერთად, რომლებსაც ობერ-მდივანის კირილოვის რედაქტორებით, დადგენილი წესით ერთმანეთთან აერთებდნენ. კირილოვის რედაქტორობით გამოიცა რამოდენიმე რუკა, თუმცა მის მიერ საგნის სუსტი ცოდნის გამო, კარტოგრაფია ვერ იქნა აყვანილ სათანადო სიმაღლელზე.
 
1726 წელს პეტრე პირველის მოწვევით რუსეთში ჩამოვიდა ფრანგი ასტრონომი ნიკოლოზ-იოსებ დელილი, რომელიც თავის ძმასთან ლუდოვიკო დელილ დე-ლა-კროერთან ერთად შეუდგა აღნიშნული მისიის ხორცშესხმას. 1726 წელის დეკემბრის თვეში იმპერატრიცა ეკატერინე I-ის ბრძანებით 1721 წელს შექმნილი რუკები წარედგინა ძმებ დელილებს. არსებული რეკების გადახედვით გადაწყდა რომ პირველ ეტაპზე აუცილებელი იყო შეექმნათ გრძედები და განედების, რომლებზეც დაიტანებოდა მოძიებული წერტილების კოორდინატები. კოორდინატების თავიდან ასათვლელად გადაწყდა ექსპედიციაში გაეშვათ ლუდოვიკო დელილი, მაგრამ სამწუხაროდ მან მოლოდინი ვერ გაამართლა. მის მიერ 33წლის განმავლობაში შეგროვდა 14 მდე კოორდინატი და მისი ათვლის სისტემა გაცილებით უფრო მცდარი იყო ვიდრე რუსი გეოდეზისტებისა.
 
==თანამედროვე კარტოგრაფია==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კარტოგრაფია“-დან