კარტოგრაფია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 20:
 
===კარტოგრაფია რუსეთში===
ჯერ კიდევ ძველ რუსეთში ადმინისტრაციის მოთხოვნა იყო აღწერილიყო მიწები. პირველი მსგავსი აღწერა, რომელზედაც შემოგვრჩა ცნობები შედგა XIII საუკუნის შუა წლებში. ეს იყო მონღოლების მიერ ჩატარებული საყოველთაო აღწერა, რომელიც მიზნად ისახავდა შესაბამისად დაებეგრათ დაპყრობილი მიწების თითოეული მხარე. მონღოლებმა პირველი აღწერა 1245 წელს, კიევისა და მთელი სამხრეთ რუსეთის — 1257 წელს, შუა რუსეთსა და ნოვგოროდში კი 1259 წელს ჩაატარეს. აღწერისათვის ინიშნებოდნენ სპეციალური ჩინოვნიკები — აღმრიცხველები, დამბეგვრელები, რომლებიც ითვლიდნენ, როგორც ცალკეული სამფლობელოების ისე თითოეული პირის მფლობელობაში არსებულ ფართსაც. აღნიშნული აღწერის გარდა მთავრებიც დამოუკიდებლად აღრიცხავდნენ მის კუთვნილ ტერიტორიებსაც. აღრიცხვის ერთიანის სისტემატიზაციის არ არსებობის გამო, ყველა აღრიცხავდა მის მიერ შემუშავებული და მოთხოვნადი პრინციპების შესაბამისად. მოსკოვის სამტავროს გარშემო ცალკეული სამტავროების გაერთიანების შედეგად დღის წესრიგში დადგა ერთიანი სააღრიცხვო სისტემის შექმნა. პირველი სააღრიცხვო ნაკაზი დადგინდა მოსკოვის დიდი მთავრის [[ივანე მრისხანე]]ს მიერ. ივანე მრისხანის დროინდელი სააღრიცხვო მასალებიდან თითქმის არაფერი შემორჩა, მისი დიდი ნაწილი მოსკოვის ხანძრებმა იმსხვერპლა. მაგრამ ტატიშჩევის მოწმობით ის მოიცავდა მიწისმზომ სამუშაოებსაც. აღნიშნულის პარალელურად რუსეთში ჩამოყალიბდა რუსული [[გეომეტრია]] ანუ [[გეოდეზია]]. იქედან გამომდინარე რომ აღრიცხვის თვითმიზანი იყო მხოლოდ გადასახადების აკრეფა, ყურადღება არ ექცეოდა დასახლებებში შენობა-ნაგებობების დატანას და ყველაფერ იმას რასაც კარტოგრაფია ითხოვს. ასევე არ დგებოდა გეგმები, თუმცა საერთო სურათის დასანახად იგრძნობოდა რომ არ არსებობდა ყველაზე მთავარი — რუსეთის ტერიტორიის ზუსტი რუკა.
 
პირველი რუსეთში საერთო რუკა, სახელწოდებით „დიდი მონახაზი“ ({{lang-ru|Большой чертежъ}}) შეიქმნა [[XVI საუკუნე]]ში. სამწუხაროდ ვერც დედანმა და ვერც 1627 წლის ასლმა ჩვენამდე ვერ მოაღწია. რუკას თანდართულ წიგნში წერია შემდეგი:
 
==თანამედროვე კარტოგრაფია==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კარტოგრაფია“-დან