კარტოგრაფია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 11:
XVIII საუკუნის დასაწყისი აღინიშნა ჰოლანდიელი ასტრონომისა და მათემატიკოსის — [[ვილლებრორდ სნელიუსი]]ს მიერ [[ტრიანგულაცია|ტრიანგულაციის]] მეთოდის დამკვიდრებით, რამაც მძლავრი ბიძგი მისცა კარტოგრაფიის, როგორც მეცნიერების დამოუკიდებელი დარგის, ჩამოყალიბებას. მართლაც XVIII საუკუნე გარდატეხის ხანაა მსოფლიო კარტოგრაფიის განვითარებაში. ამ მხრივ გამოირჩეოდა [[საფრანგეთი]], რომელსაც კარტოგრაფიის განვითარების დონით, მთელი საუკუნის მანძილზე [[ევროპა]]ში წამყვანი ადგილი ეკავა.
 
===ქართული კარტოგრაფია საქართველოში===
ქართული კარტოგრაფია საქართველოში, რომლის ფესვები საუკუნეების სიღრმეში იკარგება, ფეხდაფეხ მისდევდა მეცნიერების განვითარების მაგისტრალურ ხაზს. [[ვახუშტი ბატონიშვილი]] ამ მოვლენების შუაგულში ტრიალებდა. თავისი დაუცხრომელი შემოქმედებითი მოღვაწეობით მან ღირსეული წვლილი შეიტანა ამ ფუნდამენტური დარგის განვითარებაში.
 
საქართველოს პირველი რუკები შუასაუკუნეებში შეიქმნა. XVIII საუკუნის დასაწყისში [[სულხან-საბა ორბელიანი|სულხან-საბა ორბელიანმა]] საფრანგეთში ჩაიტანა ქართული კარტოგრაფიული მასალები, რაც საფუძვლად დაედო [[1723]] წელს პარიზში გამოცემულ „კავკასიისა და კასპიისპირეთის რუკას“, რომლის ერთ-ერთ ავტორად თვით სულხან-საბა ორბელიანია აღიარებული. [[1737]] წელს კი [[ტიმოთე გაბაშვილი|ტიმოთე გაბაშვილმა]] შეადგინა [[იმერეთი]]ს (დასავლეთ საქართველოს) რუკა.
ხაზი 18:
{{მთავარი|ვახუშტი ბაგრატიონის ატლასები}}
ვახუშტი ბაგრატიონის კარტოგრაფიული მოღვაწეობა, როგორც შენიშნავს [[ლევან მარუაშვილი]] (1956), საფუძვლად დაედო კავკასიაში კარტოგრაფიის განვითარების განსაზღვრულ ეპოქას — [[1735]] წლიდან XIX საუკუნის დასაწყისამდე, რითაც ამ რთული რეგიონის კარტოგრაფიის საქმეში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ვახუშტიმ შეადგინა საქართველოს ატლასები, რომელთა ორიგინალები თბილისის არქივებშია დაცული.
 
===კარტოგრაფია რუსეთში===
ჯერ კიდევ ძველ რუსეთში ადმინისტრაციის მოთხოვნა იყო აღწერილიყო მიწები. პირველი მსგავსი აღწერა, რომელზედაც შემოგვრჩა ცნობები შედგა XIII საუკუნის შუა წლებში. ეს იყო მონღოლების მიერ ჩატარებული საყოველთაო აღწერა, რომელიც მიზნად ისახავდა შესაბამისად დაებეგრათ დაპყრობილი მიწების თითოეული მხარე. მონღოლებმა პირველი აღწერა 1245 წელს, კიევისა და მთელი სამხრეთ რუსეთის — 1257 წელს, შუა რუსეთსა და ნოვგოროდში კი 1259 წელს ჩაატარეს. აღწერისათვის ინიშნებოდნენ სპეციალური ჩინოვნიკები — აღმრიცხველები, დამბეგვრელები, რომლებიც ითვლიდნენ, როგორც ცალკეული სამფლობელოების ისე თითოეული პირის მფლობელობაში არსებულ ფართსაც. აღნიშნული აღწერის გარდა თავადაზნაურობაც დამოუკიდებლად აღრიცხავდა მის კუთვნილ ტერიტორიებსაც. აღრიცხვის ერთიანის სისტემატიზაციის არ არსებობის გამო, ყველა აღრიცხავდა მის მიერ შემუშავებული და მოთხოვნადი პრინციპების შესაბამისად.
 
==თანამედროვე კარტოგრაფია==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კარტოგრაფია“-დან