მარია ანჟუელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
clean up, replaced: რამდენჯერმე → რამდენიმეჯერ using AWB
ხაზი 1:
{{ინფოდაფა მმართველი|სახელი=მარია ანჟუელი|სურათი=Marie of Anjou.jpg|ქვეყანა=[[საფრანგეთი|საფრანგეთის]]|თანამდებობა=[[საფრანგეთის დედოფლების სია|დედოფალი]]|მმართველობის დასაწყისი=[[18 დეკემბერი]] [[1422]]|მმართველობის დასასრული=[[22 ივლისი]] [[1461]]|წინამორბედი=[[მარგარეტ ანჟუელი]]|მემკვიდრე=[[შარლოტა სავოიელი]]|დაბადების თარიღი=[[14 ოქტომბერი]] [[1404]]|გარდაცვალების თარიღი=[[29 ნოემბერი]] [[1463]] (59 წლის)|ქორწინება=[[შარლ VII (საფრანგეთი) | შარლ VII ვალუა]]|დინასტია=[[ანჟუების დინასტია| ანჟუები]]|მამა=[[ლუი II ანჟუ]]|დედა=[[იოანდე არაგონელი]]|რელიგია=[[კათოლიციზმი]]|ორიგინალური სახელი=Marie d'Anjou|შვილები=[[ლუი XI]]
როზალინდა
[[კატრინ ვალუა]]
[[იოანდე ვალუა]]
[[ჟანა ვალუა]]
[[მაგდალენა ვალუა]]
[[შარლ დე ვალუა]]}}

'''მარია ანჟუელი''' ([[ფრანგული ენა|ფრ]]. Marie d'Anjou; დ. [[14 ოქტომბერი]] [[1404]] - გ. [[29 ნოემბერი]] [[1463]]) — [[საფრანგეთის დედოფლების სია|საფრანგეთის დედოფალი]] [[1422]]-[[1461]] წლებში როგორც [[შარლ VII (საფრანგეთი)|შარლ VII]]-ის მეუღლე. [[ანჟუების დინასტია|ანჟუელთა დინასტიის]] წარმომადგენელი. [[საფრანგეთის მონარქების სია|საფრანგეთის მეფე]] [[ლუი XI|ლუი XI ვალუას]] დედა.

== ბიოგრაფია ==

=== ადრეული ცხოვრება ===
მარია იყო [[ნეაპოლის სამეფო|ნეაპოლის]] მეფე [[ლუი II ანჟუელი|ლუი II ანჟუელისა]] და მისი მეუღლის, დედოფალ [[იოანდე არაგონელი|იოანდე არაგონელის]] ქალიშვილი. იგი დაიბადა [[1404]] წლის [[14 ოქტომბერი|14 ოქტომბერს]], ანგერის სამეფო სასახლეში.

[[1413]] წელს მარია დანიშნეს [[საფრანგეთის სამეფო|საფრანგეთის]] დოფინ [[შარლ VII (საფრანგეთი)|შარლ დე ვალუაზე]], რომელიც [[საფრანგეთის მონარქების სია|საფრანგეთის მეფე]] [[შარლ VI შლეგი|შარლ VI ვალუას]] და მისი მეუღლის, დედოფალ [[იზაბელა ბავარიელი|იზაბელა ბავარიელის]] ვაჟი იყო. მარია და შარლი დაქორწინდნენ [[1422]] წელს, საფრანგეთის ქალაქ [[ბურჟე (ქალაქი)|ბურჟეში]]. თუმცა [[1422]] წლიდან [[ინგლისის მონარქების სია|ინგლისის მეფე]] [[ჰენრი VI]] აკონტროლებდა ჩრდილოეთ საფრანგეთის დიდ ნაწილს. ჩრდილოეთ საფრანგეთს განაგებდა ინგლისური [[ლანკასტერები|ლანკასტერის სახლი]]. ამ ტერიტორიების დასაბრუნებლად საფრანგეთმა წამოიწყო ომი რომელიც [[ასწლიანი ომი|ასწლიანი ომის]] სახელითაა ცნობილი.

=== დედოფალი ===
დედოფალი მარია ხშირად ასრულებდა შარლის მოვალეობას როცა იგი ომში იყო წასული, მას არაერთხელ უხელმძღვანილია საფრანგეთის სამეფო საბჭოს შეკრებისათვის. მარიამ რამდენჯერმერამდენიმეჯერ რეგენტის ტიტულიც მიიღო, რის დროსაც მან რამდენიმე ფრანგ ლეიტენანტს თავადობა უბოძა. გარდა ამისა მისი ბრძანებით ააგეს [[წმინდა მიქაელი|წმინდა მიქაელის]] სახელობის ტაძარიც.
[[ფაილი:CoA of Marie of Anjou.png|მარცხნივ|მინი|მარია ანჟუელის გერბი]]
მიუხედავად იმისა, რომ მარიამ შარლს 14 შვილი გაუჩინა მას მაინც გაურბოდა თვალი სხვა ქალებისაკენ. [[1442]] წელს კი მეფე შარლს წარუდგინეს 20 წლის [[აგნეს სორელი]], რომელმაც მეფე თავისი სილამაზით დაატყვევა და დიდი გავლენა მოიპოვა მასზე. სორელმა მეფეს სამი გოგონა გაუჩინა. სწორედ ის გახდა საფრანგეთის ისტორიაში პირველი ქალი რომელმაც [[სამეფო საყვარელი|"სამეფო საყვარლის"]] წოდება მიიღო. აგნესმა ასევე მიიღო ბრილიანტების ტარების უფლება, რისი უფლებაც ფრანგული ტრადიციის მიხედვით მხოლოდ სამეფო ოჯახის წარმომადგენლებს ჰქონდათ. მეფე მთლიანად მისი გავლენის ქვეშ აღმოჩნდა, ამიტომაც [[1450]] წელს მეოთხე ბავშვზე ორსული აგნესი მოწამლეს, თუმცა ზოგიერთი ისტორიკოსი ამტკიცებს, რომ იგი [[დიზენტერიის ამება|დიზერტერიით]] გარდაიცვალა. ამის შემდეგ მარია უკონკურენტოდ დარჩა.

[[1455]] წელს [[რობერტ ბლონდელი|რობერტ ბლონდელმა]] დედოფალ მარიაზე დაწერა [[ტრაქტატი]] "Douze  trouble de l'enfer", ანუ "თორმეტი უბედურება ჯოჯოხეთიდან".

=== დედა დედოფალი ===
[[1461]] წელს [[შარლ VII (საფრანგეთი)|შარლ VII]] გარდაიცვალა. ტახტზე ადის მარიას უფროსი ვაჟი [[ლუი XI|ლუი XI ვალუა]], აქედან გამომდინარე მარიას დედა დედოფლის ტიტული ენიჭება. ლუიმ დედას გასახარებლად [[ამბუაზის სასახლე]] აჩუქა და ყოველთვიური, უდიდესი პენსიაც დაუნიშნა.

[[1462]] წლის [[ზამთარი|ზამთარში]] მარიამ მოილოცა ფრანგული ტაძრები. შემდგომ წლებში იგი აპირებდა [[ესპანეთი|ესპანეთში]] წასვლას და იქაური ტაძრების მოლოცვას, თუმცა იმდენად საშინელი გზები იყო, რომ უკვე ხანში შესულმა მარიამ მგზავრობას ვერ გაუძლო და [[1463]] წლის [[29 ნოემბერი|29 ნოემბერს]], 59 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია სენ დენის ბაზილიკაში, თავისი მეუღლის გვერდით.

== შვილები ==
ხაზი 110:
* Murielle Gaude-Ferragu: Queenship in Medieval France, 1300-1500
* David Green, The Hundred Years War: A People's History, (Yale University Press, 2014), 190.

[[კატეგორია:დაბადებული 1404]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1463]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მარია_ანჟუელი“-დან