კოქსი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(clean up, replaced: ღებულობენ → იღებენ using AWB)
[[ფაილი:Koks_Brennstoff.jpg|მინი|250პქ|კოქსი]]
'''კოქსი''', (გერმანული {{lang-de|Koks<ინგლისური}}, {{lang-ne|coke}}) მყარი ხელოვნური [[საწვავი;]]; მიიღება სხვადასხვა ბუნებრივი საწვავის ან მათი გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტების გახურებისას მაღალ ტემპერატურაზე (950-1050C°) [[ჰაერი|ჰაერის]] შეუღწევლად. განარჩევენ [[ქვანახშირი|ქვანახშირის]], ელექტროდულ სქელფისოვან და [[ნავთობი|ნავთობის]] კოქსს. კოქსს ძირითადად აწარმოებენ ქვანახშირისაგან.
 
ქვანახშირის კოქსს იყენებენ ძირითადად [[ბრძმედი|ბრძმედულ]] პროცესში [[თუჯი|თუჯის]] გამოდნობისას (ბრძმედის კოქსი), კოქსი აქ ერთდროულად საწვავი და [[რკინის მადანი|რკინის მადნის]] [[ჟანგვა-აღდგენითი რეაქციები|აღმდგენელია]]. გაცილებით მცირე რაოდენობით კოქსს იყენებენ [[სამსხმელო წარმოება|სამსხმელო წარმოებაში]] (სამსხმელო კოქსი), [[მადანი|მადნების]] [[აგლომერატი|აგლომერაციისთვის]], [[ქიმიურ მრეწველობა|ქიმიურ მრეწველობაში]], [[ფერადი მეტალურგია|ფერად]] და [[შავი მეტალურგია|შავ მეტალურგიაში]] და სხვა.
 
'''ქვანახშირის კოქსის''' წარმოება დაიწყეს XVIII საუკუნეში, როცა საჭირო გახდა ბრძმედული ღუმელებისთვის საჭირო დეფიციტური ხის ნახშირის შეცვლა.
ქვანახშირის კოქსი წარმოადგენს რუხი ფერის მყარ ნატეხებს; კოქსის ჭეშმარიტი და ფარდობითი სიმკვრივეა 1,80÷1,95, მოჩვენებითი (ფორების ჩათვლით) - 0,8÷1,0, ფორიანობა - საშუალოდ ≈50%, წვის სითბო - დაახლოებით 29 მეგ.ჯ/კგ (დაახლოებით 7000 კკალ/კგ).
 
''''''ელექტროდული სქელფისოვანი და ნავთობის კოქსისთვის''' დამახასიათებელია ქვანახშირის კოქსთან შედარებით დაბალი (არა უმეტეს 0,3%) ნაცრიანობა (ნავთობის კოქსისთვის 0,8%-მდე). ელექტროდულ სქელფისოვან კოქსებს იღებენ მაღალლღობადი ქვანახშირის სქელფისის კოქსვით კამერულ დინასურ ღუმელებში; ნავთობის კოქსი კი - ნავთობის თხევადი ნარჩენებისა და სქელფისების კოქსვით ლითონურ საკოქსავ კუბებში ან სპეციალურ ღუმელებში. ნავთობის კოქსი მიიღება აგრათვე ნავთობპროდუქტების პიროლიზისა და კრეკინგის დროსაც.
 
==ლიტერატურა==
{{ქსე|5|702}}
 
==რესურსები ინტერნეტში==
{{Commonscat-inline|Coke (fuel)}}
* [http://www.zeno.org/Meyers-1905/A/Koks კოქსი] Zeno.org-ზე
 
[[კატეგორია:მეტალურგია]]