პეტრე ჩაადაევი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Chaadaev portrait.jpeg|200პქ|მინი|მარჯვნივ|პორტრეტი]]
'''პეტრე იაკობის ძე ჩაადაევი''' ({{Lang-ru|Пётр Я́ковлевич Чаада́ев}}; დ. {{OldStyleDate|7|ივნისი|1794|27|მაისი}}, [[მოსკოვი]] — გ. {{OldStyleDate|26|აპრილი|1856|14|აპრილი}}, მოსკოვი) — [[რუსები|რუსი]] მოაზროვნე და პუბლიცისტი. სწავლობდა [[მოსკოვის უნივერსიტეტი|მოსკოვის უნივერსიტეტში]], მონაწილეობდა [[1812]] წლის სამამულო ომში და საზღვარგარეთის ლაშქრობებში ([[1813]]-[[1814]]). პეტრე ჩაადაევი „კეთილდღეობის კავშირის“ წევრი იყო. [[1823]]-[[1826]] წლებში მოგზაურობდა საზღვარგარეთ, სადაც გაეცნო [[თომას შელინგი|თომას შელინგისა]] და თ. ლამენეს [[რელიგია|რელიგიურ]]-[[ფილოსოფია|ფილოსოფიურ]] იდეებს. [[1829]]-[[1831]] წლებში შექმნა თავისი მთავარი ნაწარმოები „წერილები ისტორიის ფილოსოფიის შესახებ“ ([[ფრანგული ენა|ფრანგულ ენაზე]]), რომელიც ცნობილია „ფილოსოფიური წერილების“ სახელწოდებით. ჟურნალ „ტელესკოპში“ დაბეჭდილ პირველ წერილში გამოთქმულმა გულისწყრომამ „ადამიანთა მოდგმის მსოფლიო აღზრდისაგან“ [[რუსეთის იმპერია|რუსეთის]] განზე გადგომის, ეროვნული თვითკმაყოფილების და სულიერი მოდუნების გამო, რაც აფერხებს მისთვის ზეციდან წინასწარდასახული ისტორიული მისიის შეგნებასა და აღსრულებას, ხელისუფლების მკვეთრი უკმაყოფილება გამოიწვია და მეფის ბრძანებით პეტრე ჩაადაევი შეშლილად გამოაცხადეს.
 
„ფილოსოფიურ წერილებში“ პეტრე ჩაადაევმა თავი გამოაცხადა [[კათოლიციზმი|კათოლიციზმის]] მთელი რიგი პრინციპების მიმდევრად, მაგრამ ა. გერცენმა მის მსოფლმხედველობას მაინც რევოლუციური კათოლიციზმი უწოდა. ჩაადაევს აღაფრთოვანებდა კათოლიკურ ორთოდოქსობასთან შეუთავსებელი „სასიამოვნო რწმენა კაცობრიობის მომავალი ბედნიერებისა“, იმედოვნებდა, რომ აღსრულდებოდა მიწიერი მოლოდინი ხალხისა, ვითარცა ზეგონიერი ერთობისა, რომელიც დაძლევს [[ეგოიზმი|ეგოიზმს]] და [[ინდივიდუალიზმი|ინდივიდუალიზმს]], როგორც ადამიანის საყოველთაო დანიშნულებასთან შეუსაბამოს. პეტრე ჩაადაევი არ თანაუგრძნობდა [[სოციალიზმი|სოციალიზმს]], მაგრამ წინასწარმეტყველებდა მის გამარჯვებას. მისი ფილოსოფიურ-ისტორიული აზრი რუსული ფილოსოფიის განვითარების და თვითგამორკვევის მძლავრ სტიმულად იქცა.
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პეტრე_ჩაადაევი“-დან