ევსტათი მცხეთელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{ინფოდაფა წმიდანი
| სახელი = ევსტათი მცხეთელი
| სურათი = Eusthatios of Mcxeta.jpg
| სურათისზომა =
| alt =
| წარწერა =
| სათაური =
| დაბადების_თარიღი =
| დაბადების_ადგილი =
| გარდაცვალების_თარიღი = 550
| გარდაცვალების_ადგილი = თბილისი
| დაკრძალვის ადგილი =
| შერაცხვის_თარიღი =
| შერაცხვის_ადგილი =
| შერაცხა =
| ხსენების_დღე =
| ატრიბუტები =
}}
'''ევსტათი მცხეთელი''' (გ. დაახლოებით 550) — [[ქრისტიანობა|ქრისტიანობისათვის]] წამებული სპარსელი არშაკეთის პროვინციის ქალაქ [[განძაკი]]დან. გაქრისტიანებამდე ერქვა გვირობანდაკი. მამამისი მოგვი იყო და მასაც მოგვად ზრდიდა, მაგრამ ევსტათი მცხეთელი ჯერ კიდევ სამშობლოში ყოფნისას დაეჭვდა [[ზოროასტრიზმი|მაზდეანური]] სარწმუნოების ჭეშმარიტებაში და ქრისტიანობის მხარეზე გადაიხარა. ამ გრძნობით შეპყრობილი 30 წლის ევსტათი მცხეთელი სპარსეთის შაჰის [[ხოსრო I|ხოსრო ანუშირვანის]] (531-579) მეფობის მე-10 წელს [[ქართლი|ქართლში]] ჩამოვიდა და [[მცხეთა]]ში დასახლდა. აქ მან შეისწავლა მეწაღეობა, დაუახლოვდა ადგილობრივ ქრისტიანებს და ცოლად შეირთო ქრისტიანი ქალი. ამის შემდეგ უფრო შეიყვარა ქრისტიანული რჯული და მოინათლა კიდეც კათოლიკოს სამოელის ხელით, რომელმაც მას ევსტათი დაარქვა. ევსტათი მცხეთელმა [[მცხეთა]]ში მცხოვრებ სპარსელ ხელოსნებს უარი უთხრა, მათთან ერთად მაზდეანთა მთავარ რელიგიურ დღესასწაულში მონაწილეობის მიღებაზე. ამის გამო იგი დააბეზღეს მცხეთის სპარსელ ციხისთავ უსტამთან, რომელმაც ევსტათი მცხეთელი, სხვა შვიდ გაქრისტიანებულ სპარსელთან ერთად, მარზპან არვანდ გუშნასპს [[თბილისი|თბილისში]] გაუგზავნა დასასჯელად. ქართლის კათოლიკოსისა და მთავრების თხოვნით იმავე მარზპანმა 6 თვის შემდეგ სპარსეთში გამგზავრების წინ ევსტათი მცხეთელი ციხიდან გაათავისუფლა. სამი წლის შემდეგ, როცა ქართლში ახალი მარზპანი — [[ვეჟან ბუზმირი]] მოვიდა, მცხეთელ სპარსელებს ევსტათი მასთანაც დაუსმენიათ. მარზპანი ცდილობდა ევსტათი მცხეთელი მამაპაპეულ სარწმუნოებაზე დაებრუნებინა, მაგრამ ამაოდ. ევსტათი მცხეთელი სიკვდილით დასაჯეს. მარზპანის ბრძანებით, ევსტათი მცხეთელი საპყრობილეში გადაიყვანეს, ღამით კი თავი მოკვეთეს და ქალაქგარეთ დააგდეს ფრინველთა საჯიჯგნად, გვამი კი ღამით გაიტანეს და ქალაქგარეთ დააგდეს. ქრისტიანებმა ევსტათის ცხედარი, მალულად წაასვენეს [[მცხეთა]]ში. მოწამის ნეშტს წმიდა სამოელ კათოლიკოსი შემოეგება და პატივით დაკრძალა [[სვეტიცხოველი|სვეტიცხოველში]], წმიდა ტრაპეზის ქვეშ. მისი ცხოვრება აღწერილია [[VI საუკუნე|VI საუკუნის]] უცნობი ავტორის თხზულებაში „[[ევსტათი მცხეთელის მარტვილობა]]“. საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმიდა მოწამე ევსტათი მცხეთელი წმინდანად შერაცხა. ხსენების დღეა 29 ივლისი (11 აგვისტო).