იზაბელა ბავარიელი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
{{ინფოდაფა მმართველი|სურათი=Isabeau de Baviere (detail).jpg|სახელი=იზაბელა ბავარიელი|ქვეყანა=[[საფრანგეთი|საფრანგეთის]]|თანამდებობა=[[საფრანგეთის დედოფლების სია|დედოფალი]]|მმართველობის დასაწყისი=[[17 ივლისი]] [[1385]]|მმართველობის დასასრული=[[22 ოქტომბერი]] [[1422]]|კორონაცია=[[23 აგვისტო]] [[1389]], [[პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი|ნოტრ დამი]]|წინამორბედი=[[ჟანა ბურბონი]]|მემკვიდრე=[[მარგარეტ ანჟუელი]]|დაბადების თარიღი=[[1370]]|გარდაცვალების თარიღი=[[24 სექტემბერი]] [[1435]] (65 წლის)|ქორწინება=[[შარლ VI (საფრანგეთი) |შარლ VI ვალუა]]|შვილები=[[ისაბელ ვალუა]]
[[ჟანა ვალუა]]
[[მარია ვალუა]]
[[მიშელ ვალუა]]
[[ლუი ვალუა]]
[[კატრინ ვალუა]]
[[შარლ VII (საფრანგეთი) |შარლ VII ვალუა]]|დინასტია=[[ვიტელსბახები]]|მამა=[[სტეფანე III ვიტელსბახი]]|დედა=[[თედეა ვისკონტი]]|რელიგია=[[კათოლიციზმი]]}}

'''იზაბელა ბავარიელი''' (დ. [[1370]] – გ. [[24 სექტემბერი]], [[1435]]) — [[ვიტელსბახები|ვიტელსბახების დინასტიის]] წარმომადგენელი. დაბადებიდან [[ბავარია|ბავარიის]] პრინცესა. ბავარიის ჰერცოგ [[სტეფან III (ბავარია)|სტეფან III]]-ისა და მისი მეუღლის, ჰერცოგინია [[თედეა ვისკონტი|თედეა ვისკონტის]] ქალიშვილი. [[1385]] წელს მიათხოვეს [[საფრანგეთის მეფე]] [[შარლ VI შლეგი|შარლ VI ვალუას]], რითაც 15 წლის იზაბელა [[საფრანგეთის დედოფლების სია|საფრანგეთის დედოფალი]] გახდა.
'''იზაბელა ბავარელი''' (დ. [[1370]] – გ. [[24 სექტემბერი]], [[1435]]) – [[საფრანგეთი]]ს დედოფალი, [[ბავარია|ბავარიის]] ჰერცოგ [[ეტიენ II|ეტიენ (სტეფანე) II-ის]] ასული. [[1385]] წელს მიათხოვეს საფრანგეთის ჩვიდმეტი წლის მეფეს, [[შარლ VI (საფრანგეთი)|შარლ VI]]-ს. როდესაც შარლი ჭკუაზე შეირყა, რეგენტი გახდა. [[1402]] წელს თავისი საყვარლის, ლუდოვიკო ორლეანელის და ძმის, ლუდოვიკო ბავარელის მხარდაჭერით მონაწილეობდა პოლიტიკურ ინტრიგებში. [[1403]] წელს მიიღო უფლება სახელმწიფო საბჭო შეექმნა და მისი ხელმძღვანელი ყოფილიყო. ქმრის სიკვდილის შემდეგ შვილისადმი ([[შარლ VII (საფრანგეთი)|შარლ VII]]) სიძულვილის გამო უნდოდა ტახტი [[ინგლისი|ინგლისელ]] [[ჰენრიხ V]]-სთვის გადაეცა, მაგრამ ვერ შეძლო.

[[1389]] წლის [[23 აგვისტო|23 აგვისტოს]], [[ნოტრ-დამი|ნოტრ-დამში]] მოეწყო იზაბელას კორონაცია საფრანგეთის დედოფლად. [[1392]] წლიდან დაიწყო შარლ VI-ის ფსიქიკური მდგომარეობის გაუარესება, რამაც სამეფო ხელისუფლების შესუსტება გამოიწვია. მეფის ქმედებები თანდათანობით სულ უფრო და უფრო უკონტროლო და არაადეკვატური ხდებოდა, რამაც გამოიწვია ის, რომ ქვეყნის მართვის ძალაუფლება ხელში დიდგვაროვნებმა აიღეს. მეფის მდგომარეობის გაუარესებასთან ერთად იზაბელას ძალაუფლება იზრდებოდა, რადგან შარლი მას ყველაფრის ნებას რთავდა და ზოგჯერ მისი სახელით მოქმედების უფლებასაც აძლევდა. ამრიგად შეიძლება ითქვას, რომ ის [[შუა საუკუნეები|შუა საუკუნეებში]] ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი დედოფალი იყო. მას ასევე დიდი გავლენა ჰქონდა თავის ვაჟზე, რომელიც საფრანგეთის დოფინი იყო. სულ მალე კი მართალია ფარულად, მაგრამ მაინც, იზაბელა აკონტროლებდა ქვეყნის როგორც საშინაო, ისე საგარეო საკითხებს.

შარლ VI-ის ავადმყოფობამ კატასტროფული შედეგები მოუტანა საფრანგეთს. როდესაც ევროპის მონარქებმა დაინახეს, რომ საფრანგეთის მეფე ამგვარ დღეში იყო, ერთხმად გამოუცხადეს ომი. მას აუჯანყდა [[ბრეტანის საჰერცოგო]], [[ინგლისის სამეფო]], რომელსაც ტახტზე ჰქონდა პრეტენზია, ამასთან [[ბურგუნდია]], [[ნავარის სამეფო|ნავარა]], [[ორლეანი]] და [[არმანიაკი|არმანიაკის]] ჰერცოგი. იზაბელამ კი ყველაზე არახელსაყრელი პოზიცია აირჩია და ყველა მათგანთან ომი გააჩაღა. ამას კი მოჰყვა ქვეყანაში ინგლისელებისა და ბურგუნდიელების შემოჭრა. მათ საკმაოდ ვრცელი ტერიტორიები დაიკავეს. [[1407]] წელს მეფის გარე ბიძაშვილმა, ბურგუნდიის ჰერცოგმა ორლეანს ალყა შემოარტყა, თუმცა დამარცხდა. [[1419]] წელს დაიდო [[ტრუას ხელშეკრულება]], რომელსაც იზაბელაც დაესწრო. ამის მიხედვით მისი ქალიშვილი [[კატრინ დე ვალუა|კატრინი]] ინგლისის მეფეს უნდა მისთხოვებოდა და ამით უნდა გაჩერებულიყო ინგლისი. ამასთან ფრანგები თმობდნენ საკმაოდ დიდ ტერიტორიებს და [[შარლ VI შლეგი|შარლ VI]]-ის და მისი ვაჟის [[შარლ VII (საფრანგეთი)|შარლ VII]]-ის გარდაცვალების შემდეგ საფრანგეთის ტახტი ინგლისელებს უნდა დარჩენოდათ. [[1422]] წელს შარლ VI ბრეტანის ჰერცოგთან ბრძოლის დროს დაიღუპა.

საფრანგეთის მეფე ხელშეკრულების თანახმად მისი ვაჟი შარლ VII გახდა, თუმცა ხელშეკრულების მეორე პუნქტი, რომ რეგენტი ინგლისის მეფე [[ჰენრი V|ჰერნი V]] უნდა გამხდარიყო დაირღვა და რეგენტი იზაბელა გახდა. ამან ინგლისელთა განრისხება და საფრანგეთში შემოჭრა გამოიწვია. მათ აიღეს პარიზი, ტახტიდან შარლი ჩამოაგდეს და მეფედ [[ჰენრი VI]] ეკურთხა, შარლი კი დოფინად გამოცხადდა და სამეფო ოჯახთან ერთად [[შიონი (ქალაქი)|შიონში]] გადასახლდა. ამ დროისთვის მთლიანად ჩრდილოეთ და დასავლეთ საფრანგეთი ოკუპირებული იყო ინგლისელებისა და ბურგუნდიელების მიერ. იზაბელა თავისი საშინელი პოლიტიკით დაღუპვისაკენ მიექაჩებოდა საფრანგეთს. მას სძულდა თავისი ვაჟი შარლ VII, ამიტომაც ყველანაირად ცდილობდა მის მოშორებას. თუმცა ორლეანელმა ქალწულმა [[ჟანა დ’არკი|ჟანა დ'არკმა]] თავისი მუხლჩაუხრელი ბრძოლით საფრანგეთი იხსნა, გაანთავისუფლა ორლეანი, სენ-დენი და სხვა მნიშვნელოვანი ქალაქები და შარლ VII საფრანგეთის მეფედ აკურთხა. მიუხედავად ამისა, იზაბელას ინტრიგების წყალობით ჟანა ჯადოქრობაში დაადანაშაულეს და კოცონზე დაწვეს.

იზაბელა ბავარიელი საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე საშინელ დედოფლად ითვლება და სწორედ მის პოლიტიკას და ინტრიგებს აწერებენ [[ასწლიანი ომი|ასწლიან ომში]] საფრანგეთის არაერთ მარცხს.

{{ესკიზი-საფრანგეთი}}
ანონიმური მომხმარებელი