გიორგი-მალაქია აბაშიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{მმ*|აბაშიძე}}
{{მრავალმნიშვნელოვნება*|გიორგი V}}
'''გიორგი-მალაქია პაატას ძე აბაშიძე''', იგივე ''გიორგი V'' (გ. [[15 ოქტომბერი]], [[1722]]) — [[XVII საუკუნე|XVII]]-[[XVIII საუკუნეებისსაუკუნე]]ების [[იმერეთის სამეფო|იმერეთის სამეფოს]] პოლიტიკური მოღვაწე, იმერეთის ფაქტობრივი მეფე [[1701]] —1707—[[1707]] წლებში.
 
==ბიოგრაფია==
პირველად იხსენიება 1658—1676 „საფიცის წიგნში“. აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობის დაწყებამდე ბერად იყო აღკვეცილი. დაახლოებით [[1684]] წელს მისი ძმის პაატას გარდაცვალების შემდეგ მალაქიამ ბერობას თავი დაანება და გიორგიდ იწოდა.1685 წელს შეირთო კაცია ჩიქოვანის და, ნაცოლარი გიორგი გურიელისა. მანამდე სხვა ცოლიც ჰყოლია, რომლისგანაც ჰყავდა ქალიშვილი - ელენე. ელენე შემდგომში მიათხოვა მამია გურიელს. იმავე წელს, გიორგი აბაშიძის მეორე ქალიშვილი 10 წლის თამარი შეირთო იმერთა მეფე ალექსანდრემ. პოლიტიკური მოსაზრებებით დაუმოყვრდა იმერეთის ძლიერ ფეოდალებს, მთავართა და სამეფო ოჯახებს. შემდეგ ისარგებლა შინაფეოდალური ომების შედეგად სამეფო ხელისუფლების დასუსტებით და საგვარეულო სამფლობელოების გაფართოებას შეუდგა: ხელთ იგდო თავად [[ჩხეიძეები|ჩხეიძეთა]] ციხე-ქალაქი [[შორაპანი]], მიითვისა მეფის [[სახასო]] მამულები [[ზემო იმერეთი|ზემო იმერეთში]], [[აგიაშვილები|აგიაშვილებს]] წაართვა ციხისთავობა და [[ცუცხვათის ციხე]]. 1701-1707 წლებში იმერეთის ფაქტობრივი მმართველი გახდა. სამეფოში ერთგვარი წესრიგი დამყარდა და [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთსაც]] ხარკი შეუწყვიტეს. აბაშიძე კულტურულ-სააღმშენებლო მოღვაწეობასაც ეწეოდა. მისი განკარგულებითა და „საფასით“ გადაიწერა მრავალი ხელნაწერი, შეიმკო და მოიჭედა არაერთი ხატი და ჯვარი. [[1700]] მიწელს სივე სახსრებით შეკეთდა პატრიარქ აბრაჰამის მონასტერი [[იერუსალიმი|იერუსალიმში]]. იმერეთის თავადებს არ მოსწონდათ აბაშიძის გაძლიერება, მიემხრნენ ოსმალთა გამეფებულ [[გიორგი VI, იმერეთის მეფე | გიორგი VI-ს]] და აბაშიძეს საგვარეულო ციხესიმაგრეები წაართვეს. [[1711]] აბაშიძე ქართლის ჯანიშინს [[ვახტანგ VI | ვახტანგ VI]]-ს შეეკედლა და სიცოცხლის ბოლო წლები [[თბილისი |თბილისში]] გაატარა. დაკრძალულია [[კაცხის ტაძარი|კაცხში]], მამა-პაპათა საგვარეულო მონასტერში.
 
== ლიტერატურა ==
{{ქსე|1|18|სოსელია ო.}}
{{ქე|1|19|სოსელია ო.}}
* მ. გ. ჯანაშვილი, „ვახუშტი და მისი შრომა“, თბ., 1904